საუკუნე იცოცხლე, საუკუნე ისწავლე: 34 რჩევა საუკეთესო ცხობილას მოსამზადებლად

1313

ამ რჩევების დახმარებით, თქვენ ყოველთვის იდეალური ცხობილა გამოგივათ.

  1. ცომს ყოველთვის დაუმატეთ გაზავებული კარტოფილის სახამებელი – ფუნთუშები და ნამცხვრები გამოვა ფაფუკი, მეორე დღისთვისაც კი შეინარჩუნებენ პირვანდელ სირბილეს. ნამცხვარში მთავარია – ჰაეროვანი და ფაფუკი ცომი: ფქვილი აუცილებლად უნდა გაცრათ.
  2. ყველა ცომს (გარდა პელმენების, ფენოვანი, მოხარშული და ფხვიერი), ნახევარ ლიტრ სითხეზე ემატება 1 სუფრის კოვზი მანანის ბურღული. ეს ხერხი გამოდგება – ბლინის, პურის, ოლადების და ნამცხვრების ცომისთვის.
  3. ცომს რძის გარდა დაუმატეთ ცოტა წყალი. გახსენით 1 ჩაის კოვზი სოდა 1/2 ჭიქა წყალში და გააქტიურეთ ან ლიმონმჟავით ან ძმრით.
  4. შენობაში, სადაც მზადდება ცომი, არ უნდა იყოს ორპირი: წინააღმდეგ შემთხვევაში ცხობილა არ იქნება ფაფუკი.
  5. საფუარიანი ცომის მომზადებისას, ყველა პროდუქტი უნდა იყოს თბილი ან ოთახის ტემპერატურის.
  6. საფუარიანი ქმნილებებისთვის სითხე ყოველთვის უნდა იყოს 30-35 გრადუსი, ეს არის საფუარის მოქმედების ოქროს შუალედი.
  7. ცომის ზელვისას ხელები უნდა გქონდეთ მშრალი.
  8. მანამ, სანამ გამზადებულ მასას ღუმელში მოათავსეთ, დაელოდეთ 15-20 წუთი, რათა ამოფუვდეს.
  9. ნამცხვარი გამოაცხვეთ საშუალო სიმძლავრეზე.
  10. ცომისთვის უმჯობესია (საფუარიანი და ფხვიერი) გამოიყენოთ არა გამღვალი კარაქი.
  11. რძეზე კომზადებული ნამცხვრები მეტად გემრიელი გამოდის.
  12. საფუარი აუცილებლად უნდა იყოს ახალი, ჩვენ მათი შემოწმების ხერხს გასწავლით: მოამზადეთ აპარა და მოაყარეთ ფქვილი, თუ 30 წუთში მასა არ დასკდება, მაშინ საფუარი არ არის კარგი.
  13. ზედმეტი შაქრის დამატების შემთხვევაში დესერტი მარტივად დაიწვება.
  14. გამღვალი ცხიმი ცომს მზადების ბოლოს უნდა დაუმატოთ.
  15. რათა ნამცხვარი იყოს ფხვიერი ცომს მხოლოდ კვერცხის გული დაუმატეთ.
  16. მაღალი ნამცხვრები დაბალ ცეცხლზე ცხვება.
  17. ნამცხვრის ცომი კარგად გააბრტყლელეთ, რათა შიგტავსის გემო კარგად იგრძნობოდეს.
  18. რათა ნამცხვრის ძირი გამოვიდეს მშრალი, ნამცხვრის პირველ ფენას მოაყარეთ სახამებელი და შემდეგ დაასხით მასა.
  19. ცომი ზომაზე მეტად არ უნდა ამოიყვანოთ.
  20. საფუაარიან ცომს შეგიძლიათ წაუსვათ რძე და ასევე შეგიძლიათ მოაყაროთ მარილი, ყაყაჩო და ტმინი.
  21. დახურულ ნამცხვრებს წაუსვით ათქვეფილი კვერცხი, რძე შაქრიანი წყალი. ამ მეთოდის წყალობით საოცარი ქერქი ექნება დესერტს.
  22. ნამცხვარს, რომელსაც შაქრის ფხვნილს აყრიან, ასევე უსმევენ ზეთს – რათა კარგი არომატი ჰქონდეს ნამცხვარს.
  23. კვერცხის ცილა ნამცხვრის ქერქს ბრწყინვალებას ანიჭებს.
  24. თუ ცომში მეტია ცხიმი და ნაკლებია სითხე, მაშინ მეტად ფხვიერი გამოდის დესერტი.
  25. თუ ნამცხვარს სოდას დაუმატებთ, ის მეტად მუქი გამოვა.
  26. თუ ცომის საბრტყელებელს სრიალა ნაჭერს შემოახვევთ, მაში მისი გაბრტყელება ძალიან გაგიადვილდებათ.
  27. თუ ცომი ზომაზე მეტად სველია, მაში ზემოდან გადააფარეთ პერგამენტის ქაღალდი და გააბრყელეთ.
  28. ფხვიერი ცომისგან მომზადებული ნამცხვრები გაგრილების შემდეგ გადმოიტანეთ ფორმიდან.
  29. ქიშმიშის გამოყენებამდე ამოავლეთ ფქვილში.
  30. თუ ცომის მასა უკვე გაამზადეთ, შეგიძლიათ მარილი ფქვილს დაუმატოთ.
  31. თუ ცომი შეიცავს ნაკლებ წყალს ის უფრო ფხვიერი გამოდის.
  32. თუ ცომი უკვე ამოვიდა, მაგრამ თქვენ მის გამოცხობას ვერ ასწრებთ, მაშინ გადააფარეთ სველი ქათალდი.
  33. ცხელი ნამცხვარი უმჯობესია არ დაჭრათ. მაგრამ თუ ეს პროცესი გარდაუალია, მაშინ დანა დაასველეთ ცხელი წყლით, გაამშრალეთ და დაჭერით.
  34. თუ ნამცხვარი ფორმიდან არ გადმოდის ძაფი დაიხმარეთ.