წვნიანი, გემრიელი, არომატული პიცა საყვარელი შიგთავსით, რომელიც სულ რამდენიმე წუთში მზადაა.
ინგრედიენტები
- 4 ს.კ. არაჟანი
- 4 ს.კ. მაიონეზი
- 2 კვერცხი
- 9 ს.კ. ფქვილი
- ნებიმიერი შიგთავსი (მე ძეხვი და ყველი გამოვიყენე)
მომზადება
- ცომი თხელი გამოდის, არაჟნის მასის. დაასხით ტაფაზე და მალევე ზემოდან მოათავსეთ ნებისმიერი შიგთავსი (ძეხვი, პომიდორი, ზეთისხილი, კვერცხი).
- დაასხით მაიონეზი და მოაყარეთ გახეხილი ყველი ბლომად.
- დადგით გაზქურაზე ნელ ცეცხლზე.
- დააფარეთ თავსახური. როგორც კი ყველი დადნება, პიცა მზადაა.
გემრიელად მიირთვით!