საუკეთესო დიასახლისები აჯიკას ბადრიჯნისგან ამზადებენ

865

გამოცდილმა დიასახლისებმა იციან, რომ ახლა ზამთრის კერძების მოსამზადებლად საუკეთსო დროა.

ბადრიჯნის აჯიკა

ინგრედიენტები

  • 1,5კგ ბადრიჯანი
  • 300გ ბულგარული წიწაკა
  • 1კგ პომიდორი
  • 300გ სტაფილო
  • 1 მწარე წიწაკა
  • 50გ ნიორი
  • 100მლ მცენარეული ზეთი
  • 2 სუფრის კოვზი მარილი
  • 100მლ ძმარი
  • 2 სუფრის კოვზი შაქარი

მომზადება

1.თავდაპირველად მოვამზადოთ ბოსტნეული. გარეცხეთ, გააშრეთ და დაჭერით, რათა მარტივად გატარდეს ხორცსაკეპში.

2.ხორცსაკეპში გაატარეთ ბოსტნეული. უმჯობესია გამოიყენოთ წითელი ბულგარული, რათა აჯიკას შესაბამისი ფერი ქონდეს.

3.დაქუცმაცებული ბოსტნეული ქვაბში გადაიტანეთ და მოათავსეთ ცეცხლზე. წამოადუღეთ მასა. საშუალო ცეცხლზე გააჩერეთ 30 წუთი.

4.ამ დროის შემდეგ აჯიკას დაუმატეთ შაარი და მარილი. ჩაასხით ძმარი და ზეთი. კარგად მოურიეთ და მოხარშეთ 10 წუთი. ამ ეტაპზე აუცილებელია აჯიკის გასინჯვა და არასაკმარისი ინგრედიენტების დამატება.

5.აჯიკა გადაანაწილეთ მშრალ ქილებში. სტერილიზაციის ნაცვლად შეგიძლიათ სოდით გარეცხოთ და ღუმელში გამოაშროთ 5-10 წუთი. ქილები გადმოაბრუნეთ და დაელოდეთ 12-24 საათი.

გემრიელად მიირთვით!