საოცარი ტკბილეული ხაჭოს ცომისგან

1272

ხაჭოს დესერტები უგემრიელესია. დღეს ჩვენ საოცარი ტკბილეულის მომზადებაში დაგეხმარებით.

ინგრედიენტები

  • 100გ ფქვილი
  • 100გ ხაჭო
  • 100გ კარაქი
  • 1 კვერცხის გული
  • მწიკვი მარილი
  • შაქარი
  • 1 სუფრის კოვზი შაქარი და მწიკვი დარიჩინი შიგთავსისთვის

მომზადება

1.ფქვილს დაუმატეთ ხაჭო და კუბიკებად დაჭრილი კარაქი.

2.დაუმატეთ კვერცხის გული და მოზილეთ ცომი. დაამრგვალეთ, შეახვიეთ პაკეტში და შეინახეთ მაცივარში 40 წუთი.

3.ცომი გააბრტყელეთ ოთხკუთხედად და დაჭერით სამკუთხედებად. მოაყარეთ შაქარი და დარიჩინი, გადაახვიეთ.

4.მოათავსეთ მაცივარში 25-30 წუთი. გამოაცხვეთ 200 გრადუსზე 25-30 წუთი.

გემრიელად მიირთვით!