საოცარი ნამცხვრის რეცეპტი, ხაჭოსა და მარწყვის შიგთავსით – დესერტი, რომელიც ტკბილეულს შეგაყვარებთ!

570

ერთი შეხედვით ეს დესერტი ულამაზესია და არომატიც საოცარი აქვს, მაგრამ არ გეგონოთ, რომ რთული მოსამზადებელია.

დღეს ჩვენ მას უმარტივესად მოვამზადებთ, რათქმაუნდა თქვენთან ერთად.

თუ თქვენ დიეტაზე ხართ, მაშინ შეწყვიტეთ ამ რეცეპტის კითხვა, რადგან შეუძლებელია ცდუნებას გაუძლოთ და არ მოამზადოთ ეს საოცრება.

ინგრედიენტები

  • 5 კვერცი
  • 125გ კვერცხი ცომისთვის + 125გ შაქარი ხაჭოსთვის
  • 200გ არაჟანი
  • 200გ ფქვილი
  • 1/2 ჩაის კოვზი სოდა
  • მწიკვი მარილი
  • 0,5კგ ხაჭო
  • 2 სუფრის კოვზი მანანის ბურღული
  • 1 სუფრის კოვზი ძმარი 9%
  • 3 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
  • ვანილი
  • 5-7 მარწყვი (შეგიძლიათ გამოიყენოთ 5-7 კოვზი ვაშლის ჯემი)

მომზადება

3 კვერცხი მოათავსეთ ჯამში, დაუმატეთ მარილი და ათქვიფეთ. მოაყარეთ შაქარი და გააგრძელეთ თქვეფა.

ათქვეფილ მასას დაუმატეთ არაჟანი, კარაქი (გამღვალი), სოდა (ძმრით გააქტიურებული).

დაუმატეთ გაცრილო ფქვილი და მოზილეთ ცომი.

გამოსაცხობი ფორმა ამოფინეთ ქაღალდით და ჩაასხით ცომი.

ხაჭოში ათქვიფეთ დარჩენილი კვრცხი, შაქარი, ვანილი, მანანის ბურღული და ათქვიფეთ ბლენდერით. ცომის ზედაპირზე გადაანაწილეთ მიღებული მასა მარწყვთან ერთად.

გამოაცხეთ 180 გრადუსზე 60 წუთი, თუ ამ ტემპერატურაზე თქვენი ნამცხვარი ძალზედ იბრაწება, მაშინ 160 გრადუსზე გამოაცხეთ.

გემრიელად მიირთვით!