ნამცხვარი გამოდის ძალიან გემრიელი, რაც მთავარია – მისი მომზადება უმარტივესია.
ინგრედიენტები
- ყველი 200გ
- ფქვილი 350გ
- კარაქი 170გ
- კვერცხი 1 ცალი
- კვერცხის გული 1 ცალი
- მარილი 0,25 სუფრის კოვზი
- შაქარი 0,5 სუფრის კოვზი
- რძე 200მლ
- საფუარი 1,5 ჩაის კოვზი
მომზადება
- თბილ რძეში გახსენით საფუარი და შაქარი. დაუმატეთ კვერცხი, მარილი, 50გ რბილი კარაქი და გაცრილი ფქვილი. მოზილეთ ცომი.
- ცომი მოათავსეთ თბილ ადგილას. როცა ცომი კარგად ამოფუვდება, მაშინ დაიწყეთ მასთან მუშაობა.
- ცომი გაყავით 7 ნაწილად.
- ცომი თხლად გააბრტყელეთ და მოათავსეთ ზეთით დამუშავებულ ფორმაზე (20 x 25სმ). ფირფიტას წაუსვით გამღვალი კარაქი და მოახარეთ ყველი.
- გააბრტყელეთ შემდეგი ფირფიტა და მოათავსეთ პირველზე.
- ყველი ფირფიტებს ერთის გამოტოვებით მოაყარეთ.
- ბოლო ფენას არ მოაყაროთ ყველი, არამდე წაუსვით კვერცხის გული. დანით მონისნეთ მომავალი ნაჭრები (არ გაჭრათ) და მოათავსეთ თბილ ადგილას 20 წუთი.
- გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 40 წუთი.
გემრიელად მიირთვით!