ეს ნამდვილად ფერადი ზაფხული დესერტია. საოცარი გემო და ფერები.
დღეს ამ დესერტის მომზადებას გასწავლით!
ინგრედიენტები
- 110გ გამღვალი კარაქი
- 150გ ფქვილი
- 3 სუფრის კოვზი შაქარი
ინგრედიენტები შიგთავსისთვის
- 500მლ წყალი
- 350გ შაქარი
- 6 სუფრის კოვზი სიმინდის სახამებელი
- 170გ მარწყვის ჟელე
- 2კგ მარწყვი
მომზადება
1.კარაქი, შაქარი და ფქვილი გაალღვეთ. მიღებული მასა გადმოიტანეთ ფორმაში და გააბრტყელეთ თითებით. გამოაცხვეთ 190 გრადუსზე 10-15 წუთი.
2.ამოიღეთ ღუმელიდან კორჟი და გააგრილეთ.
3.წყალს დაუმატეთ სახამებელი და შაქარი, მოათავსეთ ცეცხლზე და აადუღეთ. დაუწიეთ ცეცხლსდა დაელოდეთ შესქელებას (3 წუთი). გადმოიტანეთ ცეცხლიდან, გააგრილეთ, დაუმატეთ მშრალი მარწყვის ჟელე, მოურიეთ.
4.გარეცხეთ მარწყვი, მოათავსეთ კორჟზე და მოასხით მასა. მოათავსეთ მაცივარში.
გემრიელად მიირთვით!