საოცარი ბლინები რამდენიმე წუთში

1209

ბლინები მართლაც, რომ უგემრიელესი დესერტია.

4 ულუფისთვის

ინგრედიენტები

  • კვერცხი 2 ცალი
  • რძე 500მლ
  • ხორბლის ფქვილი 200გ
  • შაქარი 1 სუფრის კოვზი
  • მარილი 0,5 ჩაის კოვზი
  • მცენარეული ზეთი 2 სუფრის კოვზი
  • სოდა 0,5 ჩაის კოვზი

მომზადება

  1. შაქარი, კვერცხი და მარილი ათქვიფეთ მიქსერით.
  2. გააცხელეთ რძე, (თბილი) ნახევარი დაუმატეთ კვერცხის მასას.
  3. დაუმატეთ ფქვილი და კარგად მოურიეთ.
  4. დაუმატეთ გააქტიურებული სოდა, დარჩენილი რძე და ზეთი.
  5. შეწვით თხელი ბლინები.
  6. მზა ბლინებს წაუსვით კარაქი.

გემრიელად მიირთვით!