ამ რეცეპტში არც კარაქია საჭირო და არც კვერცხი. ნამცხვრის მთავარი ინგრედიენტი გაყინული კენკრაა, რომელიც მას საუცხოო ფერსა და არომატს სძენს. რეცეპტი ძალიან მარტივი და ეკონომიურია, ნამდვილი მისწრებაა, როცა რაიმე ტკბილი გინდა ჩაისთან.
კენკრა შეგიძლიათ ნებისმიერი გამოიყენოთ გემოვნების მიხედვით. გაყინული კენკრის წინასწარ გალღობა საჭირო არ არის, თუ ცოცხალს იყენებთ – დასაბლენდერებლად ოდნავ თბილი წყალი დაუმატეთ.
ინგრედიენტები
- 100 გრ კენკრა
- 100 მლ წყალი
- 60 გრ შაქარი
- 3 ს.კ. ზეთი
- 00 გრ ფქვილი
- 2 ს.კ. სახამებელი
- 0,25 ჩ.კ. სოდა
მომზადება
1. დაასხით კენკრას თბილი წყალი, დატოვეთ წუთით, შემდეგ დააბლენდერეთ.
2. დაამატეთ შაქარი, ზეთი, სახამებელი, სოდა, შემდეგ ფქვილი. მოზილეთ ცომი.
3. გააბრტყელეთ ცომი, ამოჭერით კვადრატები. დააფინეთ საცხობ ფორმაზე პერგამენტი, მოათავსეთ ნაწარმი. შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 20-25 წუთით. შემდეგ დააფარეთ პირსახოცი და დატოვეთ 20 წუთით.
ეცადეთ, ნამცხვარი დიდ ხანს არ გააჩეროთ ღუმელში, რათა არ გამოშრეს და ფერიც არ დაკარგოს. სცადეთ ეს კულინარიული ექსპერიმენტი, აუცილებლად გამოგივათ! გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!