საკმაოდ ნოყიერი კუსკუს – ტაბულეს სალათა, შეგიძლიათ ბუტერბროდებთან ერთად მიირთვათ. 

3296

სალათა ტაბულენის, კლასიკური ლიბანური ოხრახუშის სალათასა და კუსკუსის ნარევია. იგი საკმაოდ ნოყიერია, შეგიძლიათ ცალკე კერძად, ან ბუტერბროდებთან ერთად მიირთვათ.

კუსკუსი – ბევრს მარცვლეული ჰგონია, მაგრამ სინამდვილეში გარკვეული ტიპის მაკარონია (პასტაა). სემოლინისგან ამზადებენ. იყიდება  დამზადებული როგორც რაფინირებული ფქვილით, ასე – გაუცრელით. ეს უკანასკნელი გაცილებით ნოყიერია.

ინგრედიენტები:

  • 75 მლ (5 ს.კ) ცივი დაწურვის ზეითუნის ზეთი
  • 150 გ (1 ჭიქა) კუსკუსის მარცვალი
  • მარილი
  • 700 მლ (2-ის 3/4 ჭიქა) მდუღარე წყალი
  • 120 მლ (1/2 ჭიქა) ლიმონის წვენი
  • 1/2 ჩ.კ დაფქული ძირა
  • 1 წითელი ბულგარული წიწაკა
  • 500 გ პამიდორი ჩერი
  • 1 კიტრი
  • 4 მწვანე ხახვი
  • 50 გ (1 ჭიქა) ოხრახუში
  • 1/4 ჭიქა პიტნა
  • შავი პილპილი
  • რომაული სალათის ფოთლები

მომზადების წესი:

  1. 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი საშუალო ტემპერატურაზე გააცხელეთ და კუსკუსი 1-2 წთ მოშუშეთ. გადმოდგით და დაუმატეთ 1/2 ჩ.კ მარილი და 500 გ მდუღარე წყალი. ქვაბი შეანჯღრიეთ, დააფარეთ და 7 წუთი გააჩერეთ.
  2. კუსკუსი ჩანგლით დაამუშავეთ, დარჩენილი მდუღარე დაასხით, ნახევარი ლიმონის წვენი დააწურეთ და ძირა დაუმატეთ. 5 წუთი თავდახურული გააჩერეთ.
  3. გადაიტანეთ სასალათეში და გააგრილეთ.
  4. დაუმატეთ ბულგარული წიწაკა, შუაზე გაჭრილი წვრილი პამიდვრები, წვრილად დაჭრილი კიტრი, მწვანე ხახვი, ოხრახუში და პიტნა. ჯამი კარგად შეანჯღრიეთ.
  5. მორჩენილი ზეთი და ლიმონის წვენი მექანიკური სათქვეფით ათქვიფეთ, შეკაზმეთ მარილითა და ახალდაფქული პილპილით.

კუსკუსის სალათა მზადაა. გემრიელად მიირთვით! გაუზიარეთ ეს მარტივი რეცეპტი მეგობრებს!