საიდუმლო ინგრედიენტი, რომელიც ბლინებს აჟურულს ხდის

1128

უკვე დილით ჩიტების ჭიკჭიკი მაღვიძებს და გაზაფხულის მოახლოებას ვგრძნობ. ტრადიციულად, ყველიერის კვირაში ბლინებს ვაცხობ. ამბობენ, რომ პირველი ბლინი ჩიტებისაა, რომელსაც ის დიასახლისის მადლიერების ნიშნად ზეცაში მიაქვს.

აჟურული ბლინები მდუღარე წყალზე

ისტორიკოსების თქმით, ბლინების ისტორია შორეულ წარსულში იწყება. მას ჯერ კიდევ 30 ათასი წლის წინ მიირთმევდნენ. თუმცა მაშინ ისეთი ფორმა არ ჰქონდა, როგორც ახლა. უფრო გალეტი იყო, რომელსაც მცირე რაოდენობის ინგრედიენტებით ღია ცეცხლზე ამზადებდნენ.

აჟურული ბლინები მდუღარე წყალზე იდეალურია. ასეთი ბლინი თხელია, მაგრამ არასდროს იხევა.

ინგრედიენტები:

  • 10 ს/კ ფქვილი
  • 2 კვერცხი
  • 3 ს/კ შაქარი
  • მწიკვი მარილი
  • 50 მლ მდუღარე წყალი
  • 0,5 ჩ/კ მარილი
  • 1 ს/კ მზესუმზირის ზეთი
  • კარაქი გემოვნებით
  • 1–2 ს/კ საიდუმლო ინგრედიენტი

მომზადების წესი:

1. ოთახის ტემპერატურის კეფირი გჭირდებათ, მაცივრიდან წინასწარ გამოიღეთ. ფქვილი გაცერით.

2. კვერცხი კარგად გარეცხეთ. საპონი ან სოდიანი ხსნარი (2 ს/კ სოდა 1 ლ წყალზე) გამოიყენეთ. კვერცხი და შაქარი აქაფებამდე ათქვიფეთ.

3. საიდუმლო ინგრედიენტი დაუმატეთ. ეს არაყია. მისი წყალობით ბლინები მოწითალო, ხრაშუნა ქერქით გამოდის და უკეთ ცხვება. ალკოჰოლი აორთქლდება, ამიტომ ასეთი ბლინები ბავშვებსაც შეგიძლიათ მიაწოდოთ.

4. მარილი და კეფირის ნახევარი დაუმატეთ. აურიეთ, გაცრილი ფქვილი დაუმატეთ. ერთგვაროვანი ცომი უნდა მიიღოთ, არ უნდა დაკორკოტდეს.

5. კეფირის მეორე ნახევარი დაუმატეთ. სოდა დაუმატეთ. წინასწარ ძმრით ან ლიმონის წვენით ჩააქრეთ. რამდენიმე წუთით აურიეთ. ბოლოს ზეთი ჩაასხით და აურიეთ. ჩაიდანი დაადგით და ტაფა გააცხელეთ. ცომს მდუღარე წყალი მაშინ დაუმატეთ, როცა გამოცხობას დააპირებთ. ცომს მდუღარე წყალი ჩაასხით, ინტენსიურად აურიეთ. ბლინები კარაქზე შეწვით.

6. ამ რეცეპტით იდეალური მაქმანიანი ბლინები გამოდის. თაფლი, მურაბა, არაჟანი ან სხვა სოუსი დაუმატეთ.

თუ ფიქრობთ, რომ აჟურულ, ნახვრეტიან ბლინებში შიგთავსს ვერ ჩადებთ, გთავაზობთ ბლინების ცომის სხვა რეცეპტს. ასეთს ნებისმიერი შიგთავსი შეგიძლიათ დაუმატოთ.

ინგრედიენტები:

  • 300 გ ფქვილი
  • 3 ჭიქა რძე
  • 3 კვერცხი
  • 1 ს/კ შაქარი
  • 0,5 ჩ/კ მარილი
  • 2-3 ს/კ მზესუმზირის ზეთი

მომზადების წესი:

1. ფქვილი გაცერით, კვერცხი გარეცხეთ. კვერცხი, შაქარი, მარილი, 1,5 ჭიქა რძე აურიეთ. ფქვილი დაუმატეთ და აურიეთ. ერთგვაროვანი ცომი უნდა მიიღოთ, არ უნდა დაკორკოტდეს.

2. ამაში მიქსერი დაგეხმარებათ. დარჩენილი რძე თანდათან დაუმატეთ, მუდმივად აურიეთ. ბოლოს ცოტა ზეთი ჩაასხით.

3. ცომი 30 წუთით გააჩერეთ, რამდენჯერმე აურიეთ. ვინაიდან ზეთი ცომს დავუმატეთ, ტაფაზე ცხიმის წასმა საჭირო აღარაა. ტაფა გააცხელეთ და ბლინები შეწვით.

4. ყოველი ბლინის დაცხობამდე ცომის მასას აურიეთ. ბლინი სპატულით გადააბრუნეთ.

ცომს 1 ს/კ სპირტიანი სასმელი სურვილისამებრ დაუმატეთ. 1 ჭიქა რძეზე 1 კვერცხი და 100 გ ფქვილი გჭირდებათ. ეს პროპოცია დაიცავით, თუ უფრო მეტი ან ნაკლები რძის გამოყენებას გეგმავთ. შიგთავსად ნებისმიერი რამ გამოგადგებათ.

გემრიელად მიირთვით!