„საახალწლო ქოხი“. უჩვეულო დესერტი ჩაიზე მისაყოლებლად

265

ეს დესერტი ყურადღების ღირსია თუნდაც იმიტომ, რომ რთულ კულინარიულ უნარებს ან ძნელად მისაწვდომ პროდუქტებს არ მოითხოვს. ღუმელიც არ გჭირდებათ. მხოლოდ მიქსერი უნდა გქონდეთ. მისი წყალობით შიგთავსი ძალიან სასიამოვნო კონსისტენციას იღებს.

სადღესასწაულო დესერტი „საახალწლო ქოხი“ იმდენად გემრიელია, რომ კანფეტებს, ტორტებსა და მანდარინებს შორის, სტუმრები მას ირჩევენ. ზედმეტად ტკბილი არაა. საოცრად ნაზი და მსუბუქი, ასევე ძალიან ლამაზია. ნოყიერი ვახშმობის შემდეგ შესაფერისია. Gastronomia.ge–ს რედაქცია გირჩევთ, რომ ეს დესერტი საშობაო მენიუში ჩართოთ.

რა არის სადღესასწაულო დესერტის „საახალწლო ქოხის“ უპირატესობა

თუ არ ჩავთვლით, რომ დესერტი 1 საათით მაინც მაცივარში უნდა გააჩეროთ, მის მომზადებაზე 10 წუთს დახარჯავთ. ეს მშვენიერია, განსაკუთრებით მაშინ, როცა სტუმრების გაოცება გსურთ. მარტივი, სწრაფი და შედარებით იაფი – ეს ყველაფერი ამ დესერტზეა.

ინგრედიენტები:

  • 50 მლ ნაღები
  • 250 გ ხაჭოს მასა
  • 10 გ კაკაოს ფხვნილი
  • 70 გ შავი შოკოლადი
  • 100 გ კარაქი
  • 80 გ შაქრის ფხვნილი
  • 12 ორცხობილა

მომზადების წესი:

1. ოთახის ტემპერატურის კარაქი ღრმა თასში ჩადეთ და მიქსერით ათქვიფეთ. შაქრის ფხვნილი (შაქარი) დაუმატეთ და კარგად ათქვიფეთ. ერთგვაროვანი სქელი მასა უნდა გამოვიდეს.

2. რიკოტა ან რბილი ხაჭო დაუმატეთ. 2–3 წუთით ათქვიფეთ.

3. მიღებული ნარევი სილიკონის სპატულით აურიეთ. საერთო მასიდან 0,75 გ საკონდიტრო ტომარაში ჩადეთ, დანარჩენი – ცალკე თეფშზე.

4. ხაჭოს მასის მცირე ნაწილს კაკაო დაუმატეთ და ერთგვაროვანი და ყავისფერი მასის მიღებამდე ათქვიფეთ. სპატულით ინტენსიურად აურიეთ.

5. დაფას პარკი დააფარეთ. მასზე ორცხობილა დააწყვეთ. თითოეული რძეში გაჟღინთეთ.

6. საკონდიტრო ტომარაში ჩადებული ყველის მასა ორცხობილას თანაბრად წაუსვით.

7. შოკოლადისფერი ხაჭოს მასა საკონდიტრო ტომარაში მოათავსეთ და შუაში დაუმატეთ.

8. დესერტი ისე გადაკეცეთ, რომ ორცხობილები გვერდებზე აღმოჩნდეს, ხოლო ხაჭოს შიგთავსი შიგნით დარჩეს. პარკში გაახვიეთ და 1–2 საათით მაცივარში შეინახეთ.

9. დესერტის გასაფორმებლად შოკოლადის კრემი გააკეთეთ. შოკოლადის ფილას ნაღები დაასხით და წყლის ორთქლზე ქურაზე დადგით. მიკროტალღურშიც შეგიძლიათ გააცხელოთ.

10. შოკოლადი–ნაღების მასას აურიეთ და თანდათან რბილი კარაქი დაუმატეთ.

11. შოკოლადის ნარევი საკონდიტრო ტომარაში ჩაასხით და დესერტს ზემოდან წაუსვით. საყვარელი ხილით და კენკრით გააფორმეთ.

თუ სახლში საკონდიტრო ტომრები არ გაქვთ, ერთჯერადი პარკი გამოიყენეთ. უბრალოდ შიგთავსი მასში ჩადეთ, შემდეგ კუთხე ფრთხილად მოჭერით.