საახალწლო კერძების მერე, ყველას უჩნდება სურვილი გემრიელი და ტკბილი დესერტით ჩაიტკბარუნოს პირი. გასტრონომია გასწავლით მსუბუქ, სეზონურ საახალწლო დესერტის მომზადებას, რომლითაც თქვენს სტუმრებს ნამდვილად გააოცებთ.
ინგრედიენტები:
- 5 კვერცხი
- 250 გ არაჟანი
- 100 გ შაქარი
- 15 გ კარაქი
- 1 ჩ.კ. კოჭა
- 6 მანდარინი
- 1 ლიმონი
- მარილი, დარიჩინი გემოვნებით
მომზადების წესი:
- კვერცხს შევურიოთ შაქარი, არაჟანი, მარილი, გამდნარი კარაქი, სუფრის კოვზი ლიმონის წვენი, კოჭა და კარგად ავთქვიფოთ.
- 6 ცეცხლგამძლე ჭურჭელს წავუსვათ კარაქი, მასში მოვათავსოთ მომზადებული ნარევი, თითოეულში მოვათავსოთ კანგაცლილი მანდარინის წილები, ზემოდან დავაფაროთ ფოლგა და შევდგათ წინასწარ 180 გრადუს ტემპერატურაზე გაცხელებულ ღუმელში 35 წუთის განმავლობაში.
- მაგიდასთან მიტანის წინ მოვრთოთ ლიმონის ცედრითა და დარიჩინით.