დეკემბერი – საუკეთესო დროა საკონდიტრო საქმიანობაში კვალიფიკაციის ასამაღლებლად. რადგან სადღესასწაულო მაგიდაზე აუცილებლად უნდა გვქონდეს ლამაზი და გემრიელი დესერტები.
დღეს ჩვენ რჩეული რეცეპტების კრებულს შემოგთავაზებთ!
საახალწლო დესერტი
ინგრედიენტები
- 100გ კვერცხის ცილა
- 200გ შაქრის ფხვნილი
- საკვების მწვანე საღებავი
მომზადება
1.პირველ რიგში ცილა გაათბეთ, რათა მათი ათქვეფა შედარებით მარტივი იყოს. ამისათვის ცილით სავსე ჯამი მოათავსეთ თბილი წყლით სავსე ჭურჭელში დაახლოებით 7-10 წუთი.
ამის შემდეგ ათქვიფეთ ცილა დაბალ სიჩქარეზე, ნელ-ნლე გაზარდეთ სიჩქარე. ამასობაში ეტაპობრივად დაუმატეთ შაქრის ფხვნილი. ათქვიფეთ ცილა ამოფუებამდე.
2.მიღებული მასა გაყავით 2 ნაწილად. ერთი ნაწილი გვერდზე გადადეთ, ხოლო მეორეს დაუმატეთ მწვავნე საღებავი.
მწვანედ შეფერილი ცილა მოათავსეთ ვარსკვლავის ფორმის თავიან ტომარაში, ხოლო თეთრი ცილა უბრალო მრგვალ თავიან ტომარაში.
გამოსაცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტი, ცილას მიეცით ნაძვის ხის და თოვლის კაცუნის ფორმა. გამოაცხეთ 80 გრადუსზე 2 საათი.
3.ბეზე დატოვეთ ღუმელში სრულად გაგრილებამდე. გააფორმეთ დესერტი.
საახალწლო ქაფქეიქები
ინგრედიენტები
- 4 კვერცხი
- 150გ შაქარი
- 120გ კარაქი
- 10გ გამაფხვიერებელი
- 500გ ფქვილი
- 100მლ მცენარეული ზეთი
- 10გ ვანილი
ინგრედიენტები კრემისთვის
- 100გ კვერცხის ცილა
- 200გ შაქრის ფხვნილი
- საკვები საღებავი
მომზადება
1.პირველ რიგში მოვამზადოთ კექსები. ამისათვის ღრმა ჯამში ათქვიფეთ კვერცხი, კარაქი, მცენარეული ზეთი, გამაფხვიერებელი, შაქარი, ვანილი და მოურიეთ.
ჯამში ჩაყარეთ გაცრილი ფქვილი და გადაურიეთ. მიღებული მასა ჩაასხით ფორმებში და გამოაცხეთ 180 გრადუსზე 25-30 წუთი.
2.მზა კექსები გააგრილეთ, შეგიძლიათ შიგთავსად გამოიყენოთ ნებისმიერი ჯემი.
ზემოდან გააფორმეთ კრემით
3.გააფორმეთ გემოვნებით.
სადღესასწაულო ნამცხვრები
ინგრედიენტები
- 300გ ორცხობილა
- 100გ კარაქი
- 3 სუფრის კოვზი კაკაო
- 1 სუფრის კოვზი ფქვილი
- 100გ ნიგოზი
- 1 სუფრის კოვზი შაქარი
- 1გ ვანილი
- 200მლ რძე
- 200გ სიმინდის ფანტელები
- 50გ შაქრის ფხვნილი
მომზადება
1.პირველ რიგში დაფხვენით ორცხობილა, დაუმატეთ დაქუცამცებული ნიგოზი.
ცეცხლზე მოათავსეთ ქვაბი, ჩაყარეთ კაკაო, შაქარი და ფქვილი. მოურიეთ და მოასხით 100მლ რძე. აადუღეთ შოკოლადის მასა, ურიეთ განუწყვეტლივ, ადუღებისთანავე გადმოიტანეთ ცეცხლიდან და დაუმატეთ კარაქი, ვანილი, მოურიეთ.
2.შოკოლადის მასას დაუმატეთ ორცხობილის მასა და მიეცით გირჩის ფორმა.
3.ფანტელებით თქვენი დესერტი მეტად დაემსგავსება გირჩს, მოაყარეთ შაქრის ფხვნილი.
გერიელად მიირთვით!