სააღდგომო ნამცხვარი გულსართით – სადღესასწაულო გემო

955

აღდგომა ქრისტიანებისთვის უდიდესი დღესასწაულია. დიდი სიამოვნებით ვემზადები ამ დღისთვის და ვაცხობ სააღდგომო კულიჩებს. წელს ვიფიქრე კულიჩებთან ერთად სააღდგომო ნამცხვარიც მომემზადებინა. ჩანაფიქრმა ნამდვილად გაამართლა.

ინგრედიენტები ცომისთვის

  • 400გ ფქვილი
  • 6გ მშრალი საფუარი
  • 80გ შაქარი
  • 2 კვერცხი
  • ვანილი
  • 1 ჩაის კოვზი ფორთოხლის ცედრა
  • 50გ კარაქი
  • 70მლ რძე
  • მარილი
  • 200გ სახლის ხაჭო

გულსართისთვის

  • 15გ მანანის ბურღული
  • 150მლ რძე
  • 150გ ყაყაჩო
  • 80გ შაქარი
  • 40გ კარაქი

სიროპი

  • 20გ შაქარს + 20გ წყალი

მომზადება

1.თბილს რძეში გახსენით საფუარი და ჩაის კოვზი შაქარი. დაელოდეთ 10 წუთი. ღრმა ჯამში მოათავსეთ კვერცხი, დარჩენილი შაქარი. მარილი, ედრა და დარბილებული კარაქი. ინგრედიენტები აქციეთ ერთგვაროვან მასად. დაუმატეთ საფუარი, ვანილი და ხაჭო. კარგად მოურიეთ, მოაყარეთ ფქვილი. მოზილეთ ცომი.

2.მზა ცომი 1,5 საათი დატოვეთ თბილ ადგილას. დაიწყეთ გულსართის მომზადება. ქვაბში ჩაასხთ რძე, დაუმატეთ შაქარი, მანანის ბურღული და ყაყაჩო. დადგით ცეცხლზე და დაელოდეთ მასის შესქელებას. გამორთეთ ცეცხლი, დაუმატეთ რბილი კარაქი. მოურიეთ ერთგვაროვანი მასის მოღებამდე. გულსართი მზად არის.

3.ამოსული ცომი გაყავით 12 ნაწილად, გააბრტყელეთ თითოეული. ბოლოში მოათავსეთ შიგთავსი, დარჩენილი ნაწილი დაჭერით გრძლად. გადაახვიეთ ცომი. მიღებული ფუნთუშები მოათავსეთ ფორმაში. დაასვენეთ 30 წუთი.

4.წაუსვით რძე. გამოაცხეთ 180 გრადუსზე 20 წუთი. შაქარს დაასხით ცხელი წყალი, მიღებული სიროპი წაუსვით ნამცხვარს ზემოდან და დატოვეთ. 10 წუთის შემდეგ, როცა სიროპი გაგრილდება შეგიძლიათ მიირთვათ.

აი ასეთი სადღესასწაულო ნამცხვარი გამოგვივიდა. გულსართი თქვენით შეგიძლიათ შეუცვალოთ.

სააღდგომოდ პასკის ფორმები საკუთარი ხელით შეგიძლიათ მოამზადოთ. ამისათვის თქვენ დაგჭირდებათ ყავის ქილა და ფოლგა. ფოლგა მოახვიეთ ქილას, აუცილებელია რამდენიმე ფენა. ძირი დატკეპნეთ და ფორმაც მზად არის.

გემრიელად მიირთვით!