ფუნთუშები გამოდის რბილი, ფაფუკი და ძალიან გემრიელი. გასინჯთ აუცილებლად მოგეწონებათ.
შემადგენლობა
- მცენარეული ზეთი 3 სუფრის კოვზი
- ხორბლის ფქვილი 400-450გ
- კარაქი 50გ
- ოტახის ტემპერატურის რძე 200მლ
- მშრალი საფუარი 11გ
- შაქარი 3 სუფრის კოვზი
- კვერცხი 1 ცალი + 1 გული
- მარილი 1 ჩაის კოვზი
მოსაყრელად
- შაქარი 35გ
- ხორბლის ფქვილი 35გ
- კარაქი 20გ
მომზადება:
- მოვამზადოთ ცომი. ჯამში ჩაასხით ოთახის ტემპერატურის რძე. დაუმატეთ საფუარი და ერთი ჩაის კოვზი შაქარი. მოურიეთ ხელის სათქვეფით შაქარის სრულ გალღვონამდე.
- შემდეგ, თანდათან დაუმატეთ 4 სუფრის კოვზი ფქვილი და მოურიეთ გლუვი მასის მიღებამდე. დატოვეთ ამოსაფუებლად.
- ცალკე ჯამში ათქვიფეთ კვერცხი და მარილი. დაუმატეთ შაქარი, ათქვიფეთ და მოასხით გამღვალი კარაქი. ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
- როცა ცომი ამოვა მას დაუმატეთ კვერცხისაგან მიღებული ამსა.
- რამდენიმე ნაწილად დაუმატეტ ფქვილი და მოზლეთ ცომი. ცომის გასქელების შემდეგ ის გადამაქვს ჯამიდან მაგიდაზე.
- ცომის ცენტრში გააკეთეთ ჩაღრმავება და ჩაასხით მცენარეული ზეთი. ცომი დაიყვანეთ ერთგვაროვან კონსესტენციაზე.
- ცომი უნდა გამოგივიდეთ რბილი და არა წებვადი.
- ცომი მოათავსეთ ზეთით დამუშავებულ ჯამში. შეფუთეთ ჯამი და მაოთავსეთ თბილ ადგილას 30-40 წუთით.
- როცა ცომი ამოვა კიდევ ერთხელ ჩაზილეთ და დატოვეთ ხელმეორედ ამოსაფუებლად 30 წუთით.
- მოვამზადოთ ზემოდან მოსაყრელი მასა. აურიეთ შაქარი და ფქვილი. დაუმატეთ კარაქი და ხელით დაამუშავეთ მიღებული მასა.
- ცომი გაყავით ტოლ ნაწილებად (მე გამომივიდა 12 ცალი). შემდეგ, თითოეულ ნაჭერს მიეცით ბურთის ფორმა. ბურთებს გადააფარეთ და დაელოდეთ 10 წუთი.
- დავუმატოთ შიგთავსი (მე ვიყენებ მოხარშულ შედედებულ რძეს). ცომს მივცეთ ჩაღრმავებული ფუნთუშის ფორმა და მასში მოვათავსოთ 2-3 ჩაის კოვზი შერჩეული შიგთავსი. შეკარით უნთუშის გვერდები და ფრთხილად მიეცით ბურთის ფორმა.
- ფორმირებული ფუნთუშები მოათავსეთ გამოსაცხობ ფორმაზე (შეგიძლიათ ფორმა ამოფინოთ პერგანემტით, მაგრამ ამ შემთხვევაშ მე არ გამომიყენებია). თავზე გადააფარეთ და დატოვეთ 15-20 წუთი.
- ფუნთუშებს ზემოდან წაუსვით კვერცხის გული და მოაყარეთ ის მასა, რომელიც სპეციალურად მოამზადეთ შაქრით, ფქვილით და კარაქით.
- ფუნთუშები გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 20-25 წუთი.
- ეცადეთ დრო თქვენი ღუმელის მიხედვით განსაზღვროთ, რადგან სხვადასხვა ღუმელი განსხვავებულ დროს ანდომებს.
- უგემრიელესი ფუნთუშები მზად არის. გაგრილების შემდეგ ამოიღეთ ფორმიდან.
გემრიელად მიირთვით!