დედამთილი ამ მარტივად მოსამზადებელ საოცარ კექსებს აცხობდა. დილით დგებოდა, საუზმისთვის აცხობდა და მთელი დღე კარგ განწყობაზე იყო.
შეუდარებელი დესერტისს მომზადება აუცილებლად სცადეთ, Gastronomia.ge–ს რედაქცია რეკომენდაციას უწევს.
ინგრედიენტები:
- 4 კვერცხი
- 1 ჭიქა შაქარი
- 1 ჭიქა რძე
- 0,5 ჭიქა მცენარეული ზეთი (უსუნო)
- 5 გრ ვანილი
- 10 გრ გამაფხვიერებელი
- 0,5 ჩ/კ მარილი
- 1,5 ჭიქა ფქვილი
მომზადების წესი:
- კექსის საცხობ ფორმებს მცენარეული ზეთი წაუსვით.
- თასში კვერცხი ათქვიფეთ, მარილი და შაქარი დაუმატეთ. ყველაფერი კარგად ათქვიფეთ.
- ვანილი, რძე, მცენარეული ზეთი დაუმატეთ და აურიეთ.
- კვერცხი–რძის ნარევს გაცრილი ფქვილი და გამაფხვიერებელი დაუმატეთ.
- მზა ცომი საცხობ ფორმებში მოათავსეთ. ფორმები ნახევრად გაავსეთ, რადგან ცხობისას კექსი ზომაში გაიზრდება.
- 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 40 წუთით, მომზადებამდე ააცხვეთ.
- მზა კექსები ღუმელიდან გამოიღეთ და გაგრილება აცადეთ.
- გემრიელად მიირთვით!