როდესაც დიეტოლოგმა ეს კერძი მირჩია, გაოცება ვერ დავმალე. თქვენი ორგანიმი მადლიერი დარჩება!

2399

სუბპროდუქტებს, რომელთაც წარმოუდგენლად სასარგებლო გავლენა აქვს ჩვენს ორგანიზმზე, როგორც წესი, საკმაოდ ხშირად ვაიგნორებთ. ერთ-ერთი ასეთი სასარგებლო პროდუქტია ქათმის კუჭი. თუ თქვენ ამ პროდუქტს სწორი ტექნოლოგიით მოამზადებთ, მიიღებთ საოცრად გემრიელ კერძს, რომელიც გაგიჯანსაღებთ მთელ ორგანიზმს.

ამ პროდუქტის სასარგებლო თვისებებისა და მისი მომზადების შესახებ დღეს ”გასტრონომია”-ს რედაქცია დეტალურად მოგითხრობთ. როგორც უკვე ვახსენეთ, ქათმის კუჭს საოცრად სასარგებლო გავლენა აქვს ადამიანის ორგანიზმზე. გამომდინარე იქიდან, რომ ქათმის კუჭი ძალზედ დაბალკალორიულია (100 გრამი – 130-170 კკალ), ის დიეტური პროდუქტების რიცხვს მიეკუთვნება.

ძალიან გემრიელი და სასარგებლო ქათმის კუჭი

ამ პროდუქტის ქიმიური შედგენილობა ძალზედ მრავალფეროვანია. ქათმის კუჭი გამდიდრებულია ორგანიზმის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი მაკრო და მიკრო ელემენტებით: ფოსფორი, კალიუმი, ნატრიუმი, კალციუმი, თუთია, რკინა და სპილენძი. გარდა ამისა, ეს პროდუქტი მდიდარია ფოლიუმისა და ასკორიბინის მჟავით, რიბოფლავინით და ა.შ.

სასარგებლო თვისებები:

  • სტიმულირებს კუჭის წვენის გამოყოფას და აღადგენს მსხვილი ნაწლავის ჯანსაღ მიკროფლორას.
  • აწესრიგებს თირკმელების, გულის კუნთისა და ნერვული სისტემის მუშაობას.
  • თავიდან გვარიდებს ანემიას.
  • არეგულირებს მეტაბოლიზმს.
  • გვიხანგრძლივებს ახალგაზრდობას. გოგირდით მდიდარი ქათმის კუჭი თავიდან გვარიდებს ორგანიზმში ავთვისებიანი წამონაზარდების ფორმირებას და გვიძლიერებს იმუნურ სისტემას.
  • ამარაგებს ორგანიზმს თუთიით, რომელიც აუცილებელია ძვლოვანი სისტემის ფორმირებისთვის.
  • ვიტამინებისა და მინერალების მაღალი შემცველობის ხარჯზე ეს პროდუქტი გვიუმჯობესებს კანის, თმისა და ფრჩხილების მდგომარეობას.

თუ გსურთ თქვენი პატარა ჯანმრთელი და ჯან-ღონის სავსე გაიზარდოს, მიაღებინეთ მას კვირაში მინიმუმ 1-ხელ ეს საოცრად სასარგებლო სუბპროდუქტი.

როგორ მოვამზადოთ ქათმის კუჭები სწორად?

1. კარგად გაასუფთავეთ ქათმის კუჭები.

2. თუ ქათამი, რომლის კუჭებსაც ვამზადებთ, ახალგაზრდაა, აუცილებელია ვხარშოთ ეს პროდუქტი 40 წუთის განმავლობაში. თუ ქათამი ”ასაკოვანია”, მისი კუჭები უნდა ვხარშოთ მინიმუმ 2 საათის განმავლობაში.

3. ქათმის კუჭის კიდევ ერთ განსაკუთრებულობას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ეს პროდუქტი არაჩვეულებრივად იწოვს, შთანთქავს სხვადასხვა სასარგებლო სანელებლების არომატსა და გემოს. სწორედ ამიტომ, ქათმის კუჭების მომზადებისას თამამად გამოიყენეთ სხვადასხვა არომატული სანელებლები. არჩვენაი თქვენზეა!

4. არ აქვს მნიშვნელობა მოხარშავთ, შეწვავთ თუ გამოაცხობთ ამ პროდუქტს. ის საკუთარ სასარგებლო თვისებებს არასდროს დაკარგავს! ნამდვილ, გამოცდილ დიასახლისსა და მზარეულს არასდროს უჩნდება კითხვა, თუ რა კერძი მოამზადოს ქათმის კუჭებისგან. გამოიყენეთ საკუთარი ფანტაზია და გემოვნება.

5. არასდროს შეინახოთ ქათმის კუჭებისგან მომზადებული კერძი 2 დღეზე დიდხანს. 2 დღის შემდეგ ეს პროდუქტი ტოქსიკური ნივთიერებების წყაროდ იქცევა.

რეგულარულად ამ პროდუქტის მიღების შემდეგ საოცარი ცვლილებები ხანმოკლე დროში თვალსაჩინო იქნება! გახსოვდეთ, ყოველთვის და ყველაფერში ზომიერებაა საჭირო. არ მიიღოთ ეს პროდუქტი ზედმეტად დიდი რაოდენობით, რათა დაიზღვიოთ თავი უკუჩვენებებისგან. მოზარდებში საკმარისია ამ პროდუქტის კვირაში ერთხელ მირთმევა, ხოლო ზრდასრულებს შეუძლიათ მიიღონ ეს საოცრად სასარგებლო პროდუქტი კვირაში 2-ჯერ ან 3-ჯერ, თუმცა მცირე ულუფებით. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს.