ზაფხულის დასაწყისი ყველაზე გემრიელი დროა. პირველი მარწყვი და ალუბალი, ბარდა და სტაფილო და, რა თქმა უნდა, ახალი კარტოფილი! თითქოსდა, არომატულ მწვანილებთან ერთად მოხარშულ ახალ კარტოფილზე გემრიელი არაფერი შეიძლება იყოს. სანამ გასაოცარ კერძს მოამზადებთ, სასარგებლო ძირნაყოფი სწორად უნდა შეარჩიოთ.
რა თქმა უნდა, სჯობს საკუთარ ბოსტანში მოყვანილი კარტოფილი მიიღოთ. სამწუხაროდ, ასეთი შესაძლებლობა ყველას არ აქვს. დღეს გიამბობთ, როგორ შეარჩიოთ ყველაზე გემრიელი და სასარგებლო კარტოფილი ბაზრობაზე.
გემრიელი ახალი კარტოფილი
1. ძირნაყოფის გარეგნობა მის სასარგებლო და მავნე თვისებებზე პირდაპირ საუბრობს. ბოლქვი უნდა იყოს მთელი, მაგარი, თანაბარი, ერთგვაროვანი ფერის. შეუიარაღებელი თვალით ამის განსაზღვრა რთული არაა.
2. ქერქზე მუქი ლაქები ან პატარა წერტილები – ფიტოფთორების პირდაპირი ნიშანია. დაავადება, რომელიც ბოლქვს შიგნიდან აზიანებს. ასეთი კარტოფილის ყიდვა არ ღირს მაშინაც კი, თუ პარტიაში მხოლოდ ერთი ძირნაყოფია დეფექტით. დანარჩენში დაავადება შეიძლება დამალული იყოს.
3. სჯობს საშუალო ზომის ძირნაყოფი შეიძინოთ. ძალიან დიდ ბოლქვებში ნამდვილად ბევრი ნიტრატია, ხოლო ძალიან პატარა კარტოფილის გასუფთავება მოუხერხებელია.
4. კარტოფილი მწვანე გვერდებით – მოუმწიფებელი ნაყოფის ნიშანი არაა. ასეთი ბოლქვის მიღება კატეგორიულად არ შეიძლება, რადგან ის შეიცავს ტოქსიკურ ნივთიერება სოლანინს, რომელიც ადამიანის ნერვულ სისტემაზე მავნე ზემოქმედებას ახდენს.
5. კარტოფილს ფრჩხილი დააჭირეთ. თუ ბოლქვზე წყალი გაჩნდა, გამოდის კარტოფილი ნიტრატებით უხვად გაანაყოფიერეს.
6. კარტოფილის ხარისხის შემოწმების კიდევ ერთი ეფექტური მეთოდი – ბოლქვი ნაჭრებად დაჭერით. თუ ხრაშუნს გაიგონებთ, კარტოფილი ხარისხიანია. თუ კარტოფილი რბილია, გამოდის აზოტის სასუქი უხვად მიაწოდეს.
7. თუ ახალი კარტოფილი ძალიან დიდხანს იხარშება და მომზადების დროს უჩვეულო სუნს უშვებს, ასეთი ნაყოფის მიღება არ ღირს.
როგორც ხედავთ, უსაფრთხო და გემრიელი კარტოფილის ბაზრობაზე ყიდვა მარტივი საქმეა! ისღა დაგრჩენიათ მოხარშოთ, ზეთი დაუმატოთ და მწვანილი მოაყაროთ!
ამ სასარგებლო სტატიის მეგობრებისთვის სოციალურ ქსელში გაზიარება არ დაგავიწყდეთ!