როგორ მოვამზადოთ ყველასთვის ნაცნობი ფუნთუშა “გვირილა”

3089

ბევრ ჩვენგანს ფუნთუშა “გვირილა” ბავშვობიდან ახსოვს. არომატული, რბილი, ზემოდან სეზამ-მოყრილი გემრიელობა, ცივ რძესთან ან ცხელ ჩაისთან…

“გვირილას” რეცეპტი ძალიან უბრალოა და ფუნთუშა ძალიან სწრაფად და მარტივად მზადდება.

რძითა და საფუარით მომზადებული ფუნთუშები

ინგრედიენტები

  • 550-600 გრ ფქვილი
  • 3 ც კვერცხი
  • 80 გრ კარაქი
  • 70-100 მლ რძე
  • 3-4 ს.კ. შაქარი
  • 1 შეფუთვა ვანილის შაქარი
  • 1 ჩ.კ. მარილი
  • 2 ჩ.კ. მშრალი საფუარი
  • 2 ს.კ. მცენარეული ზეთი
  • 2 ს.კ. სეზამი (არ არის აუცილებელი)

მომზადების წესი

1. თასში ერთმანეთს შეურიეთ ყველა ინგრედიენტი.

2. მოზილეთ ცომი. ამისთვის შეგიძლიათ პურის საცხობი გამოიყენოთ.

3. ცომს საკვები ცელოფანი გადააფარეთ და ერთი საათით “დაასვენეთ”.

4. გაყავით ცომი 6-8 ნაწილად.

5. ცომის ნაჭრები დაამრგვალეთ და თითოეულში მოათავსეთ მსხლები მსხლის მურაბიდან. მსხლის ნაცვლად შეგიძლიათ ნებისმიერი თქვენთვის საყვარელი დაკონსერვებული ხილი გამოიყენოთ.

6. ფუნთუშებს ზემოდან ათქვეფილი კვერცხის გული წაუსვით და სეზამი მოაყარეთ (სურვილისამებრ).

7. ფუნთუშები მოათავსეთ 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში. გამოაცხვეთ 30-40 წუთის განმავლობაში, სანამ “გვირილა” სასიამოვნო ფერს არ მიიღებს.

8. მზა ფუნთუშებს ზემოდან ბამბის ქსოვილი გადააფარეთ და დაელოდეთ, სანამ კარგად გაგრილდება.

ლამაზი ფუნთუშა “გვირილა” მზადაა. გემრიელად მიირთვით!