როგორ მოვამზადოთ ღვეზელი საოცრად გემრიელი და წვნიანი კომბოსტოს შიგთავსით

1179

ბავშვობაში, ჩემთვის ყველაზე გემრიელი ღვეზელი ბებიას გამომცხვარი კომბოსტოს ღვეზელები იყო. სიყვარულით მოზელილი ფაფუკი რძიანი ცომი ბოსტნეულის შიგთავსით, რომელსაც კომბოსტოსთან ერთად ცოტა ახალ მწვანილსაც უმატებდნენ, სურნელოვან წიწაკაში აზავებდნენ და გაზის ღუმელში აცხობდნენ.

ინგრედიენტები ცომისთვის

  • 200 მლ არაჟანი
  • 100 მლ მდუღარე წყალი
  • 500 გრ ხორბლის ფქვილი
  • 1 ც კვერცხი
  • 11 გრ მშრალი საფუარი
  • 1 ს.კ. შაქარი
  • 1/2 ჩ.კ. მარილი

ინგრედიენტები შიგთავსისთვის

  • 1 თავი თეთრი კომბოსტო
  • 1 ც სტაფილო
  • 1 ც ხახვი
  • მარილი და შავი პილპილი გემოვნებით
  • 2-3 ს.კ. ზეთი

მომზადების წესი

1. ღრმა თასში ჩაასხით გადადუღებული თბილი წყალი და გააზავეთ მასში მშრალი საფუარი. შემდეგ დაუმატეთ 1 ს.კ. შაქარი და მოურიეთ. შეინახეთ თბილ ადგილას 10-15 წუთით.

2. ათქვიფეთ კვერცხი და მოაყარეთ მარილი. მიკროტალღური ღუმელი დააყენეთ ოთახის ტემპერატურაზე და გაათბეთ მასში 200 მლ არაჟანი, შემდეგ კი თასში გადაიტანეთ.

3. სითხეში ფრთხილად დაუმატეთ თბილი არაჟანი და კვერცხი. თანდათან დაუმატეთ გაცრილი ფქვილი და მოზილეთ ფაფუკი ცომი.

4. დაამრგვალეთ ცომი, შემდეგ შეფუთეთ ხელსახოცში და შეინახეთ თბილ ადგილას 1,5 საათით.

5. შემდეგ ცომი კვლავ მოზილეთ და კვლავ გაახვიეთ ხელსახოცში. შედეგად ცომი მოცულობაში 2-ჯერ უნდა გაიზარდოს.

6. გარეცხეთ კომბოსტო, გაყავით ორ ნაწილად და წვრილად დაჭერით. გააცხელეთ 1 ს.კ. ზეთი და ჩაყარეთ მასში დაჭრილი კომბოსტო.

7. მოთუშეთ კომბოსტო ნახევრად თავდახურულ ტაფაში, დაბალ ცეცხლზე, 5-8 წუთით, სანამ ბოსტნეული წვენს არ გამოყოფს.

8. შემდეგ დაუმატეთ გახეხილი სტაფილო და ნახევარ რგოლებად დაჭრილი ხახვი. მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით, მოურიეთ და განაგრძეთ მოთუშვა დაბალ ცეცხლზე, 10 წუთით.

9. საფუარიანი ცომი გაყავით 2 თანაბარ ნაწილად, ცალ-ცალკე გაიყვანეთ თითოეული, ერთი ნაწილი ჩააფინეთ საცხობ ფორმაში, კიდეები ამოაღრმავეთ და მასში ბოსტნეულის შიგთავსი მოათავსეთ. ხოლო ცომის მეორე ნაწილი ზემოდან გადააფარეთ. ღვეზელის გასალამაზებლად შეგიძლიათ ცომისგან გამოჭრათ სხვადასხვა ფიგურები, თქვენი გემოვნებით და ისე მოათავსოთ ისინი ბოსტნეულით სავსე საცხობ ფორმაზე.

10. ჩანგლით დაჩხვლიტეთ ღვეზელის ზედაპირი, წაუსვით კვერცხის გული და შედგით 200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში. გამოაცხვეთ ღვეზელი 30 წუთის განმავლობაში, სანამ ზედაპირი ფერს არ იცვლის.

ამ ღვეზელის მთავარი უპირატესობა გახლავთ ის, რომ კომბოსტოს ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი თქვენთვის სასურველი შიგთავსი.

გემრიელად მიირთვით!