მე ძალიან მიყვარს დესერტები ფორთოხლით, ამიტომაც ეს ფორთოხლის ნამცხვარიც არ არის გამონაკლისი. ფორთოხლის წვენის მეშვეობით დესერტი ხდება ძალიან არომატული, ხოლო არაჟნის კრემი მას ხდის ძალინ ტკბილს.
ბისკვიტი ღუმელში
ეს რეცეპტი ძალიან მეხმარება მაშინ, როცა ბაზრიდან ქრება ქლიავი და სხვა სეზონური ხილი. ზამთრის პერიოდში ძალიან აქტუალურია მანდარინი, ფორთოხალი და ლიმონი.
ამ ბისკვიტით შეგიძლიათ უგემრიელესი ტორტის და ნამცხვრის მომზადება. მის მორთვასა და აწყობაში თქვენი გემოვნება გადამწყვეტ როლს თამაშობს.
ინგრედიენტები
- 7 კვერცხი
- 2 ჭიქა შაქარი
- 2 ჭიქა ფქვილი
- 2 სუფრის კოვზი გამაფხვიერებელი
- 7 ფორთოხალი
- 50გ მზესუმზირის ზეთი
- 300გ არაჟნი
მომზადება
1.ქერქი მოაშორეთ 5 ფორთოხალს. გამოწურეთ წვენი. ცომისთვის თქვენ დაგჭირდებათ 1 ჭიქა ფორთოხლის წვენი.
2.გამოსაცხობი ფორმა ჯობია მომზადოთ წინასწარ. ამისათვის მას წაუსვით ზეთი და ამოფინეთ საცხობი ქაღალდით.
3.კვერცხის გული და ცილა გამოყავით ერთმანეთისგან. ცილა შეინახეთ მაცივარში. გულს დაუმატეთ ჭიქა შაქარი.
4.ათქვიფეთ კვერცხი მანამ, სანამ არ ამოფუვდება და ატ გათეთრდება. ამის შემდეგ დაუმატეთ წვენი და ფორთოხლის ქერქი. კარგად მოურიეთ.
5.ცილა გამოიტანეთ მაცივრიდან. ათქვიფეთ ამოფუებამდე. ამის შემდეგ დაუმატეთ ჭიქანახევარი შაქარი და გააგრძელეთ თქვეფა დიდი სიჩქარით.
6.ცილის ნახევარი დაუმატეთ გულს. მოურიეთ, დაუმატეთ ფქვილი, გამაცხვიერებელი და მეორე ნაწილი ცილა.
7.იმისათვის, რომ ცილა არ ჩავარდეს, მოურიეთ ფრთხილად და ნელა.
8.ათქვეფის შემდეგ ცომი მოათსვსეთ ფორმაში და გამოაცხვეთ 200 გრადუსზე 5 წუთი.
9.პირველი 5 წუთის გასვლიშ შემდეგ ტემპერატურა ჩამოიყვანეთ 170 გრადუსამდე. ბისკვიტი გამოაცხვეთ 1,5 საათი ისე, რომ არ გააღოთ ღუმელი.
10.გააგრილეთ ბისკვიტი და დაიწყეთ მისი გაფორმება. მის გასალამაზებლად გამოიყენეთ არაჟნის კრემი და კარამელიზირებული ფორთოხლის ნაჭრები.
11.არაჟნის კრემის მომზადება არ წაგართმევთ დიდ დროს: უბრალოდ ათქვიფეთ შაქარი და 300გ არაჟანი მიქსერით.
12.ფორთოხალი გაასუფთავეთ და დაჭერით მრგვლად. მოაყარეთ შაქარი და მოასხით მეორე ფორთოხლის წვენი. რამდენიმეჯერ წამოადუღეთ და გააგრილეთ.
13.ბისკვიტს მოასხით სიროფი. ზემოდან დალაგეთ კარამელიზირებული ფორთოხალი და მოასხით არაჟნის კრემი.
ეს ბისკვიტი ძლაიან უხდება ახალწელს. მოამზადეთ და ისიამოვნეთ. გემრიელად მიირთვით!