ბაქლავა აჭარული ტკბილეულის უდავო ლიდერია. დროთა განმავლობაში ბაქლავის სხვადასხვა, შედარებით მარტივი რეცეპტით მომზადებული ვარიანტებიც გავრცელდა. დღეს გასტრონომია აჭარული ბაქლავას რეცეპტს გიზიარებთ. ბაქლავის მოსამზადებლად შეგიძლიათ ფილოს მზა ცომი გამოიყენოთ.
ინგრედიენტები:
ცომი
- 500 მლ ჭიქა თბილი წყალი
- 3-4 კვერცხი
- მწიკვი მარილი
- 100 გ გამდნარი და გაცივებული მარგარინი
- 1 ს.კ. სპირტი
- ფქვილი – რასაც შეიზელს
- სახამებელი – საფანელად
გულსართი
- 800 კანგაცლილი, მსხვილად დაფქული ნიგოზი
- 700 გ გამდნარი კარაქი + 1 ს.კ. ფორმაზე წასასმელად
- ვაჟინისთვის – 400 გ შაქარი
- 250 მლ წყალი
მომზადების წესი:
- დიდ თუნუქის ფურცელს წაუსვით 1 ს.კ. გამდნარი კარაქი.
- ცომის ინგრედიენტები შეურიეთ ერთმანეთს და მოზილეთ მაგარი, ელასტიკური ცომი.
- ზილეთ მანამ, სანამ ცომს გაჭრისას ფორები არ გაუჩნდება.
- ცომი დაყავით 45 გუნდად. თითოეული გააბრტყელეთ დაახლოებით 20 სმ დიამეტრის წრეებად.
- ყოველ ფენას დააყარეთ ცოტა სახამებელი.
- ფენები ერთმანეთზე დაალაგეთ. რომ არ მიეკროს, თითოეულს ცელოფნის ნაჭერი გადააფარეთ.
- ცომის გაბრტყელება საკმაოდ რთულია, ამიტომ ჯობს ორმა ადამიანმა გააბრტყელოს. აიღეთ ცომის ფენა, მოჰკიდეთ ხელი ნაპირებში და გაწელეთ. ცომი თან ხელში წრიულად ატრიალეთ და ფრთხილად გაწელეთ, რომ არ გაიხეს.
- როდესაც ცომის ფენა თითქმის გამჭვირვალე გახდება, ზემოდან გადააფინეთ თუნუქის ფურცელს ისე, რომ ცომი გვერდებზე გადავიდეს. სამზარეულოს ფუნჯის საშუალებით წაუსვით ცხიმი და გადააფარეთ შემდეგი ფენა.
- ყოველ მეხუთე ფენას მოაყარეთ დაფქული ნიგოზი, დანარჩენს – წაუსვით ცხიმი.
- ფენები უშუალოდ თუნუქის ფურცელზე მოთავსების წინ გაწელეთ.
- ბოლო ფენას წაუსვით ცხიმი, შემოაჭერით გვერდებზე გადასული ცომი და თანაბარი ზომის რომბებად დაჭერით.
- ასე გააჩერეთ 20 წუთი, შემდეგ კი შედგით საშუალოდ გახურებულ ღუმელში და აცხვეთ, სანამ ზემოდან არ დაიბრაწება.
- შაქრისა და წყლისაგან მოხარშეთ ვაჟინი.
- შეგრილებულ ბაქლავას მოასხით ვაჟინი და 1 საათის შემდეგ მიირთვით.
ულუფა: 25
მომზადება: 2 სთ
გამოცხობა: 25 წთ