როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი კარამელიზირებული ორცხობილა

1292
Close up to club sandwiches served on the table,selective focus

სწრაფი კვება- ეს უმარტივესი გამოსავალია,როცა გვეჩქარება ან გვინდა საკვები თან წავიღოთ სამსახურში. ასეთ დროს საჭიროა ვიცოდეთ მარტივი,მაგრამ ნოყიერი სენდვიჩის რეცეპტი.

როგორ მოვამზადოთ ორცხობილა

როდესაც არასაკმარისი ინგრედიენტები გვაქვს სენდვიჩის მოსამზადებლად, ჩვენ შეგვიძლია  გამოვიყენოთ გამაგრებული პურის ნაჭრები.კარამელიზირებული ორცხობილის მომზადება ძალიან მარტივია. ამისათვის გვჭირდება: პური,შაქარი,წყალი და რძე.

ეს ორცხობილა იმდენად გემრიელია, რომ პოპკორნსაც კი ჩაანაცვლებს თქვენი საყვარელი ფილმის ყურებისას. დღეს ჩვენ გასწავლით ,როგორ მოამზადოთ უგემრიელესი კარამერიზილებული ორცხობილა ნახევარ საათში.

ინგრედიენტები:

  • 300გ პური
  • 4 სუფრის კოვზი შაქარი
  • 3 სუფრის კოვზი წყალი
  • 3 სუფრის კოვზი რძე
  • 1 სუფრის კოვზი კარაქი

მომზადება

1.დაჭერით პური კუბიკებად და გახურებულ ღუმელში გამოაშრეთ.

2.მოათავსეთ ორცხობილა ღრმა ჯამში. ნელ ცეცხლზე გაალღვეთ შაქრიანი წყალი.

3. როდესაც შაქარი გახდება ოქროსფერი, მას დაუმატეთ კარაქი და რძე. ერთგვაროვანი მასის მიღების შმდეგ ცეცხლიდან გადაიტანეთ.

4.გამომშრალი ორცხობილა გადაურიეთ ცხელ კარამელს. გაგრილების შემდეგ კი შეგიძლიათ მიირთვათ.

აი ასე მარტივდ მზადდება უგემრიელესი ორცხობილა, რომლის გულიც რბილია, ხოლო გარეკანი ხრაშუნა. ორცხობილა მიირთვით ჩაისთან ერთად და ისიამოვნეთ.