როგორ მოვამზადოთ სახლის პირობებში რაჰათ-ლუხუმი: ნაზი, ჰაეროვანი, ცოტა წელვადი…

2244

ვაღიარებ… ძალიან მიყვარს არა, უბრალოდ ვგიჟდები აღმოსავლურ ტკბილეულზე. მის გარეშე სიცოცხლე ვერ წარმომიდგენია. რბილი, ფაფუკი, წელვადი და უზომოდ გემრიელი კუბიკები!

ამ დესერტის უამრავი სახეობა არსებობს (მე ყველა ძალიან მიყვარს)!

ინგრედიენტები

  • 1 ჭიქა სიმინდის სახამებელი
  • 1 ჭიქა შაქარი
  • 1 ჭიქა წვნიანი კენკრა ან ხილი თესლის გარეშე
  • 2 ჭიქა წყალი
  • 100გ ნიგოზი
  • ვანილი
  • 1 ჭიქა შაქრის ფხვნილი

მომზადება

  1. დააბლენდერეთ ხილი.
  2. ვანილს დაუმატეთ შაქარი, 1/3 ხილის პიურე და 1 ჭიქა წყალი, მოხარშეთ 5-7 წუთი ადუღების შემდეგ.
  3. დარჩენილ პიურეს დაუმატეთ სახამებელი და 1 ჭიქა წყალი, შემდეგ ნელ-ნელა ჩაასხით ადუღებულ მასაში. ურიეთ და დაელოდეთ 2-3 წუთი.
  4. გადმოიტანეთ ცეცხლიდან და დაუმატეთ ნიგოზი.
  5. ჩაასხით ფორმაში, გამაგრების შემდეგ დაჭერით, ამოავლეთ სახამებელში და საქრის ფხვნილში.

გემრიელად მიირთვით!