როგორ მოვამზადოთ საფუარიანი ფუმფულა ცომი მარტივად

4545

ასე მომზადებული საფუარიანი ცომი გამოიყენება ხაჭაპურის, ქადის, ნაზუქის გამოსაცხობად. ჩაინიშნეთ საფუარიანი ცომის საუკეთესო რეცეპტი.

ინგრედიენტები:

  • ფქვილი 1 კგ
  • წყალი 0,5 ლ
  • საფუარი 1/2 ჩაის კოვზი
  • მარილი 1/2 ჩაის კოვზი

მომზადების წესი:

  1. ავიღოთ თბილი წყალი. გავხსნათ შიგ ცოტა მარილი და საფუარი. საფუარი შეიძლება იყოს ქარხნული წესით გამზადებული ფხვნილის სახით, ან სახლში მომზადებული  “პურიდ დედა” (პურის დედა არის დამჟავებული ცომი, რომელიც ძველად ყველა ოჯახს ჰქონდა და შენახული საგანგებოდ მისთვის გამოყოფილ (თიხის პატარა ქილაში).
  2. ფქვილი ჩავყაროთ ჯამში, შუაში ჩავაღრმავოთ, ჩავასხათ შიგ საფუარიანი წყალი და მოვზილოთ ცომი.
  3. კარგად შევფუთოთ და დავდგათ თბილ ადგილას გასაღვივებლად დაახლოებით 3-4 სთ.
  4. გამზადებული ცომი გავანაწილოთ სასურველი ზომის გუნდებად, გავაბრტყელოთ და გამოვაცხოთ.