თუ საქართველოში ერთხელ მაინც იმოგზაურებთ, მაშინ ამ ქვეყანას ვერასდროს დაივიწყებთ. საქართევლოს კულტურა და ღირშესანიშნაობები ნამდვილად გაგაოცებთ.
ამ ქვეყნის საფირო კერძის მომზადებისას რამენიმე წესი უნდა გაითვალისწინოთ. ცომი უნდა იყოს ტხელი და ელასტიური. ხორცის შიგთავსის გარდა, ის უნდა შეიცავდეს ბულიონს, რომელიც ხარშვისას არ უნდა გადმოისხას. მოამზადეთ ხინკალი ორიგინალური რეცეპტით!
ინგრედიენტები
- ხორბლის ფქვილი 3 ჭიქა
- წყალი 2 ჭიქა
- მზესუმზირის ზეთი 3 სუფრის კოვზი
- კვერცხი 1 ცალი
- საქონლის ხორცი 700გ
- ცხვრის ხორცი 300გ
- ხახვი 2 ცალი
- ქინძი
- დაფნის ფოთოლი 1 ცალი
- მარილი 1 ჩაის კოვზი
მომზადება
1.ქართველი დიასახლისებიხშირად იყენებენ სვანურ მარილს. ამ სანელებლის მომზადება ტქვენითაც მარტივად შეგიძლიათ. ამისათვის მარილს დაუმატეთ ნიორი და გამომშრალი ქინძი, კამას თესლი და წითელი წიწაკა. გემოვნებით დაუმატეთ ძირა ან შაფრანი.
2.პირველ რიგში მოვამზადოთ ცომი. ფქვილის გროვაზე გააკეთეთ ჩაღრმავება, მასში ჩაასხით ზეთი და კვერცხი. მოზილეთ ცომი, ნელ-ნელა დაუმატეთ 1,5 ჭიქა მარილიანი წყალი.
3.ცომი უნდა გამოვიდეს რბილი და ერთგვაროვანი. მზა ცომს დააფარეთ ხელსახოცი და დაასხვენეთ 30 წუთი. შემდეგ მოაყარეთ ფქვილი და მოზილეთ 5 წუთი.
4.ისევ დააფარეთ ხელსახოცი და დაასხვენეთ 30 წუთი. მოზილეთ ბოლოჯერ, საჭიროებისამებრ დაუმატეთ ცოტა ფქვილი. ცომი შეფუთეთ პაკეტში და შეინახეთ მაცივარში.
5.ამასობაში მოამზადეთ შიგთავსი. ხორცსაკეპში გაატარეთ ხორცი და ხახვი. ქინძი წვრილად დაჭერით. დაუმატეთ ფარშს მარილთან ერთად. მოზილეთ ფარში და ნელ-ნელა დაუმატეთ 0,5 ჭიქა წყალი.
6.მზა ცომი გააბრტყელეთ. ჭიქის დახმარებით ამოჭერით რგოლები. თითოეულის ცენტრში მოათავსეთ 1 სუფრის კოვზი შიგთავსი.
7.მიეცით ხინკლის ფორმა და მოათავსეთ წყალში.
8.წყალს დაუმატეთ დაფნის ფოთოლი. თითოეულ ხინკალს 15 წუთი სჭირდება მოსახარშად.
გემრიელად მიირთვით!