როგორ მოვამზადოთ მედოკი ვერტიკალური ფირფიტებთ

1735
Pac-man honey cake with a slice

მედოკი-ერთერთი ტრადიციული ტორტია ისევე როგორც ნაპოლეონი. თუ თქვენ გინდათ მრავალფეროვანი გახადოთ მედოკის უბრალო რეცეპტი, მაშინ ჩვენი სტატია აუცილებლად მოგეწონებათ.

მედოკი

ამ ტორტის განსხვავებულობა მდგომარეობს ორიგინალურ ვერტიკალურ ფირფიტებში და კარამელის კრემში. კლასიკური მედოკის მომზადება ძალიან მარტივია, მაგრამ ამ რეცეპტის მიხედვით მისი მომზადება ცოტათი მეტ დროს და ძალისხმევას მოითხოვს. დარწმუნებული ვარ თქვენ ყველაფერი გამოგივათ.

რეცეპტში გამოყენებულია ყავისფერი შაქარი.

ინგრედიენტები

  • 400გ ყავისფერი შაქარი
  • 350გ კარაქი
  • 100გ თაფლი
  • 3 ცალი კვერცხი
  • 600გ ფქვილი
  • 10გ სოდა
  • 3გ ლიმონის მჟავა
  • 800გ არაჟანი

მომზადება

1.კრემისა და ფირფიტებისათვის ჩვენ დაგვჭირდება კარამელიზირებული შაქარი. მის მოსამზადებლად, აიღეთ ქვაბი სქელი ძირით, ჩაყარეთ 200გ ყავისფერი შაქარი და დადგით ნელ ცეცხლზე.  იმისათვის რომ შაქარი თანაბრად დადნეს, რამოდენიმეჯერ დააცერავეთ ქვაბი სხვადასხვა მიმართულებით.

2.გაალღვეთ 170გ კარაქი და დაუმატეთ თაფლი. მთელი მასა აურიეთ კარამელს.

3.დაელოდეთ მასის გაციებას, დაამატეთ კვერცხი და 300გ ფქვილი. კარგად ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. შემდეგ დაუმატეთ ლიმონის მჟავა და სოდა, კარგად მოურიეთ და ჩაამატეთ ფქვილი.

4.ცომი გასაციებლად დატოვეთ 10 წუთით. თხელი ცომი ამ დროში გასქელდება. ამის შემდეგ ცომი გაყავით 8 ნაწილად, თითოეული მათგანი გააბრტყელეთ მართკუთხა ფორმებად და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 6 წუთის განმავლობაში.

5.ფრთხილად ჩამოჭერით გამომცხვარი ცომის კუთხეები. მოჭრილი ნაწილები წვრილად დაფხვენით.

6.ფირფიტების მომზადებასთან ერთად პარალელურად მოამზადეთ კრემიც. ერთმანეთს აურიეთ 800გ არაჟანი და 200გ ყავისფერი შაქარი. ეს მასა 1,5 საათის განმავლობაში მოათავსეთ ცხელი ორთქლის აბაზანაზე. ამ დროის შემდეგ შაქარი დადნება და დაუმატეთ 180გ კარაქი.

7.წაუსვით ფირფიტებს კარაქი და დატოვეთ 1 საათით. ამის შემდეგ ზოლებად დაჭერით ფირფიტები. ზოლის სიგრძე განსაზღვრეთ იმის მიხედვით თუ რა სიმაღლის გინდათ ტორტი. 7სმ სიმაღლის იქნება მშვენიერი.

8.ახლა კი იწყება ყველაზე საინტერესო და რთული პროცესი. უნდა გააფორმოთ ნამცხვარი. ამისათვის დაგჭირდებათ ნამცხვრის ზომის შესაბამისი, რაიმე სიმაღლის ანდაც ფორმის ნივთი. დაიწყეთ დაჭრილი ზოლების შემოხვევა არჩეულ ნივთზე. პირველი ფირფიტები სავარაუდოდ გაიბზარება, მაგრამ წრის გარშემოწირულობის ზრდასთან ერთად ეს პრობლემაც მოიხსნება.

9.ტორტის აწყობის მეორე ვარიანტი: დაახვიეთ ფირფიტები ერთ რულეტად აკურატულად ჩამოჭერით და დააყენეთ ვერტიკალურად.

10.ნამცხვარი მაცივარში უნდა ჩადოთ მთელი ღამის განმავლობაში, თუ თქვენ გამოიყენებთ მეორე ვარიანტს, მჭიდროდ შეახვიეთ ფირფიტები პოლიეთილენით, რათა კრემი არ გადმოიღვაროს.

11.გამოიტანეთ ტორტი მაცივრიდან, წაუსვით კრემი და მოაყარეთ ფირფიტის ნაფხვენები. გემრიელად მიირთვით.

ასე მარტივად მზადდება კულინარიული სასწაული სახელად მედოკი. ცოტაოდენი ცვლილებები რეცეპტში მას ხდის ძალიან გემრიელს.