როგორ მოვამზადოთ კონუსები ფენოვანი ცომის ხვეულებისთვის

1671
Delicious cream horns filled with vanilla cream

ამ კერძს ჩვენ ბავშვობიდანვე ვიცნობთ. როცა პატარა ვიყავი სიამოვნებით ვუყურებდი, როგორ ამზადებდა ამ ტკბილეულს დედა. ახლა კი მოვიდა დრო უკვე დამოუკიდებლად მოვამზადო უგემრიელესი ფენოვანი ცომის ხვეულები.

ფენოვანი ცომის ხვეულები

თუ თქვენ გამოიყენებთ სპეციალურ მოწყობილებებს, მაშინ მათი მომზადება გაცილებით მარტივად  და სწრაფად შეიძლება. დღეს ჩვენ გასწავლით სპეციალური კონუსის შექმნას, რომლითაც მარტივად შექმნით ხვეულებს ფენოვანი ცომისაგან.

ალბათ, ზუსტად ასეთი კონუსების დამზადების შემდეგ თქვენ ამ დესერტს უფრო ხშირად მოამზადებთ.

 

როგორ მოვამზადოთ კონუსები ფენოვანი ხვეულებისთვის კრემით

1.ქაღალდის კონუსების მომზადება ძლაინ მარტივია. ამისათვის საჭიროა A4 ფორმატის ქაღალდი დავახვიოთ საშუალო კონუსის ზომაზე. აიღეთ მისი კუთხე და ფრთხილად დაახვიეთ. კუთხეები უნდა ჩააბრუნოთ შიგნით. ეს ხვეულებს გამოიყვან უფრო სქლად და შეკრავს გახსნილ კუთხეს.

2.ასევე არსებობს მათი მომზადების მეორე ხერხიც. ამისათვის ქაღალდ უნდა მისცეთ კვადრატის ფორმა. დააფინოთ ირიბად და დაახვიოთ პირველი ვარიანტის მსგავსად. არ დაგავიწყდეთ კუტხეების კარგად დაფიქსირება.

იმისათვის, რომ კონუსები გავხადოთ მრავალჯერადი მოხმარების აუცილებელია მათი ფოლგით შეფუთვა. რადგან კონუსები უკვე გვაქვს მაშინ დავიწყოთ თვითონ ხვეულების მომზადება.

კლასიკური ფენოვანი ხვეულები კრემით

ინგრედიენტები

  • 500გ საფუარიანი ცომი
  • 250გ შაქარი
  • 2 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი
  • 60მლ წყალი

მომზადება

1.გამღვალი ცომი დაჭერით გრძლად და მსუბუქად გააბრტყელეთ.

2.ცომი წრიულად შემოახვიეთ კონუსს. შეეცადეთ ცომი კარგად დააფიქსიროთ ქაღალდის კონსტრუქციაზე.

3.ხვეულებს წაუსვით კვერცხის გული და გამოაცხვეთ 160 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.

4.ნახევარ შაქარი ჩაყარეთ ჯამში, დაუმატეთ შაქარი და ლიმონის წვენი. ჯამი მოათავსეთ მაღალ ცეცხლზე.

5.ოთხი ცალი კვერცხის ცილა ათქვიფეთ მიხსერით მაქსიმალურად სწრაფად. თქვეფის პროცესში დაუმატეთ შაქარი თითო-თითო ჩაის კოვზით.

6.აადუღეთ სიროფი, რის შემდეგაც მასში ფრთხილად ჩაასხით ცილა, გააგრძელეთ მათი თქვეფა დიდ სიჩქარეზე. ასეთი კრემი შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვა დესერტებშიც.

7.გაგრილებული ხვეულები ამოავსეთ კრემით. ზემოდან მოაყარეთ შაქრის ფხვნილი. გემრიელად მიირთვით!

ასეთი ხვეულები დაამშვენებს სადღესასწაულო მაგიდას. მოამზადეთ და ისიამოვნეთ.