ზოგიერთი ქვეყნის სამზარეულოებში მოხარშული ცომის ნაჭრებს იყენებენ, როგორც დამოუკიდებელ კერძად ასევე კერძის შემადგენელ ნაწილადაც. ამ კერძის სახელი და შემადგენლობა ყოველთვის ცვალებადია და მუდამ ასე იქნება, მაგალითად:კლეცკი, კნედლიკი, გალუშკი.
არ ააქვს მნიშვნელობა მომზადების წესის გამართულობას. მთავარია თქვენი ოჯახის წევრები, როგორ შეაფასებენ ამ კერძს. დღეს ჩვენ გთავაზობთ კლეცკის მომზადებას ხახვით და კამით. ამ კერძით თქვენ გაულამაზებთ თქვენს ახლობლებს დღეს.
ინგრედიენტები
- 500გ კარტოფილი
- 1 კვერცხის გული
- 90გ სახამებელი
- 20გ კარაქი
- კამა
მომზადება
1.მოხარშეთ კარტოფილი. მოამზადეთ მისგან პიურე.
2.პიურე გააგრილეთ ოთახის ტემპერატურამდე. დაუმატეთ კვერცხის გული და 80გ სახამებელი ანუ 8 ჩაის კოვზი. 10გ (1 ჩაის კოვზი) შეინახეთ. მოაყარეთ მარილი და მოზილეთ ცომი.
3.წვრილად დაჭერით კამა და ნახევარი დაუმატეთ ცომს. გააგრძელეთ ცომის დამუშავება.
4.სველი ხელით ცომი დაყავით პატარა ბურთულებად. თითით ან კოვზით ცომში გააკეთეთ ჩაღრმავება.
5.ცეცხლზე მოათავსეთ ქვაბი წყლით და აადუღეთ. როგორც კი ადუღდება მასში ჩაასხით ნახევარი ჭიქა ცივი წყალი, რომელშიც გახსენით გადანახული 10გ სახამებელი.
6.ისევ წამოადუღეთ და ჩაყარეთ მასში ცომის ბურთულები. როგორც კი ამოტივტივდებიან მოურიეთ, რათა არ მიეკროს ერთმანეთს, მოხარშეთ 5 წუთის განმავლობაში.
7.მზა კლეცკი ამოიღეთ და აურიეთ მწვანილიან ქარაქს. იდეალური იქნება თუ კარაქი კლეცკის ჩაღრმავებულ ნაწილში შეაღწევს. მიირთვით ცხელი.
თუ თქვენ ნერვიულობთ თქვენს ფიგურაზე, მაშინ არ გირჩევთ მის მირთმევას გვიან საათებში. ასევე სოუსად შეგიძლიათ გამოიყენოთ არაჟანი და უცხიმო იოგურტი.
ეს კერძი შეგიძლიათ მოარგოთ თქვენს გემოვნებას, რადგან მისი შეცვლის უამრავი ვარიანტი არსებობს:კლეცკი სუფში, ხახვით, ხორცით, სოუსში და ასე შემდეგ. ახლა კი თქვენ იცით კარტოფილიანი კლეცკის მომზადება. იმედი მაქვს ძალიან მოგეწონება!