როგორ მოვამზადოთ ვაფლის ტორტი

2235
three pieces of sweet homemade wafer cakes

ტკბილეულის მოყვარულებს ეცოდინებათ ვაფლის ტორტის გემო. ამ დესერტის მარტივად მოსამზადებლად, ვაფლს გადაუსვით შედედებული რძე და მიირთვით ჩაისთან ერთად.

მაგრამ თუ გაქვთ დრო და საუკეთესო დესერტის მომზადების სურვილი, მაშინ ჩვენ შემოგტავსზებთ “კიევური ვაფლის რეცეპტს”, რომელიც ორიგინალს ბევრად ჯობია.

მართალია მეტი დრო დაგეხარჯებათ, მაგრამ შედეგით ნამდვილად არ დარჩებით ნაწყენი.

ვაფლის ტორტი

ინგრედიენტები

  • 90გ ვაფლი
  • 10 კვერცხი
  • 1,5 ჭიქა შაქარი
  • 3 სუფრის კოვზი კაკაო
  • 2 სუფრის კოვზი ორცხობილა
  • 3სუფრის კოვზი სახამებელი
  • 1,5 ჭიქა ნიგოზი
  • 400გ შედედებული რძე
  • 500გ კარაქი
  • 10გ ვანილი
  • 10გ კრემ კაპუჩინო
  • წყავლი

მომზადება

1.განაცალკევეთ გული და ცილა. ცილა ათქვიფეთ შაქართან ერთად, დაუმატეთ კაკაო და სახამებელი. ცილას მოაყარეთ ორცხობილა, დაფქული ნიგოზი და კოვზით კარგად მოურიეთ.

2.ფორმა ამოფინეთ პერგამენტით. შექმენით 3 პატარა ან 2 დიდი კორჟი. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე. გააგრილეთ გამორთულ ღუმელში.

3.კვერცხის გულს დაუმატეთ შედედებული რძე. მოხარშეთ წყლის აბაზანაზე 20 წუთი. განუწყვეტლივ ურიეთ.

4.გააგრილეთ მასა და დაუმატეთ კარაქი. ვანილი და კაპუჩინო გახსენით ცოტა ოდენ წყალში, ხოლო შემდეგ დაუმატეთ მასას.

5.კრემი წაუსვით კორჟებს და შეაერთეთ ვაფლთან. მიეცით ტორტის ფორმა. ზემოდან მოაყარეთ დაფხვნილი ვაფლი.

დარწმუნებული ვარ ასეთ დესერტზე არავინ იტყვის უარს.

გემრიელად მიირთვთ!