რისი გამოცხობა შეგიძლიათ სკოლის გამოფენისთვის

1057

თუ თქვენ ხართ დედა და სახლში სკოლის ასაკის ბავშვები გყავთ, მაშინ აუცილებლად ჩაიწერეთ ეს საოცარი რეცეპტი. საშემოდგომო, ქველმოქმედებით ან საახალწლო სასკოლო გამოფენები ყოველთვის დიდი სიხარულის მომგვრელია. ამ გამოფენებზე ზოგიერთი ყიდის თავის ნაკეთობებს ზოგიერთი კი სიამოვნებით ყიდულობს მათ.

იმისათვის რო თქვენი შვილი გაერთოს და ამავდროულად მიირთვას ჯანსაღი პროდუქტები, ჩვენი რედაქცია გაგიზიარებთ 3 საოცარ რეცეპტს, რომლის დახმარებითაც მოამზადებთ უგემრიელეს დესერტებს.

დესერტი სკოლისათვის

 ფხვიერი ორცხობილა შიგთავსით

ხრაშუნა საოცარი გემოს მქონე ორცხობილა, რომელიც პირში დნება ძალინ მარტივი მოსამზადებელია. შიგთავსად შეგიძლიათ გამოიყენოთ ნუტელა ან სქელი ჯემი.

ინგრედიენტები

  • 200გ შაქარი
  • 2 კვერცხი
  • 1 კვერცხის გული
  • 10გ ვანილი
  • 1 ჩაის კოვზი ლიმონის ქერქი
  • 500გ ფქვილი
  • 1 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
  • 200გ კარაქი
  • 150გ ნუტელა ან სქელი ჯემი
  • შაქრის ფხვნილი

მომზადება

  1. ღრმა ჯამში  ერთმანეთს აურიეთ კვერცხი, კვერცხის გული, შაქარი, ვანილი და ლიმონის ქერქი. ამ ყველაფერს სათქვეფით კარგად მოურიეთ.

2. ერთმანეთს აურიეთ გაცრილი ფქვილი, გამაფხვიერებელი და კუბიკებად დაჭრილი კარაქი. მოზილეთ ცომი. თუ ცომი რბილი გამოვა შეგიძლიათ დაუმატოთ ცოტაოდენი ფქვილი.

3.გაბრტყელებული ცომი შეახვიეთ პაკეტში და შეინახეთ მაცივარში 30 წუთით.

4.გაგრილებული ცომი გააბრტყელეთ 4-5 მილიმეტრის სისქეზე და ამოჭერით თქვენთვის სასურველი ფორმები, რაც მთავარია ფორმები არ უნდა იყოს ძალიან პატარები.

5.აიღეთ თქვენს მიერ ფორმებად ამოჭრილი ცომი, მოათავსეთ მასზე ნუტელა ან ჯემი, დააფარეთ თავზე ცომის კიდევ ერთ ნაჭერი და კუთხეები კარგად შეკარით. ორცხობილები დაალაგეთ ცხობისათვის განკუთვნილ ქაღალდზე.

6. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 15-20 წუთის განმავლობაში. თბილ ორცხობილას მოაყარეთ შაქრის ფხვნილი.

პასტილა გოგრისა და ფორთოხლისაგან შაქრის გარეშე

პასტილის მოსამზადებლად შეგიძლიათ აიღოთ ნებისმიერი სახეობის გოგრა, მაგრამ ყველაზე საუკეთესოა მუქი ნარინჯისფერი ქერქით. ასეთი გოგრისაგან დამზადებულ პასტილას შეგიძლიათ არ გაუკეთოთ შაქარი, რადგან გოგრის ეს სახეობა ისედაც ძალიან ტკბილია.

ინგრედიენტები

  • 600გ გოგრა
  • 1ცალი ფორთოხალი

მომზადება

1.თავდაპირველად მოამზადეთ გოგრის პიურე. გარეცხეთ და დაჭერით გოგრა,აუცილებლად გამოასუფთავეთ თესლისაგან.

2. მანამ, სანამ ბოსტნეულს აქცევთ პიურედ, აუცილებელია მისი თერმული დამუშავება. ამის გაკეთების, რამდენიმე მეთოდი არსებობს. ყველაზე მარტივია ამის გაკეთება წყლის ორთქლზე. პროდუქტი მზად იქნება 15 წუთში. ქვაბში: სქელ ჭურჭელში ჩაალბეთ გოგრის ნაჭრები და მოთუშეთ სახურავ დაფარებული, მეტი სირბილისათვის დაუმატეთ ცოტა წყალი. ასევე შეგიძლიათ მოამზადოთ ღუმელში 200 გრადუს ტემპერატურაზე 30 წუთის განმავლობაში.

3.დარბილებული გოგრა დააბლენდერეთ.

4.ფორთოხალს დაასხით ადურებული წყალი 1-2 წუთის განმავლობაში. ეს პროცედურა ხილს აშორებს ცვილს, რომლითაც ამუშავებენ ვარგისიანობის გასაზრდელად.

გაამშრალეთ ფორთოხალი. იმისათვის რომ ფორთოხლისაგან მივიღოთ დიდი რაოდენობით წვენი აუცილებლა უნდა მოვაქციოთ ხელის გულებს შორის და უნდა მოვუჭიროთ მთელი ძალით. ასევე შეგვიძლია რამოდენიმეჯერ გავაგოროთ მაგიდაზე და გამოვწუროთ ხელახლა. ფორთოხლის ქერქი წვრილად გახეხეთ.

5.გახეხილი ქერქი და წვენი დაუმატეთ გოგრის პიურეს და კარგად მოურიეთ. მასა მოასწორეთ საცხობ ქაღალდზე და გამოაშრეთ.

კექსი  შიგთავსით

სასკოლო გამოფენებისათვის კექსის მომზადება ძალიან კარგი იდეა, რადგან კექსის მომზადება ძალიან მარტივია. კექსის გამოცხობა შეგიძლიათ ერთჯერად საცხობ ფორმებში ასე მისი მირთმევა უფრო კომფორტულია.

ინგრედიენტები

  • 2-3 კვერცხი
  • 100გ კარაქი ან მარგარინი
  • 1 ჭიქა შაქარი
  • 2-3 სუფრის კოვზი არაჟანი
  • 1,5 ჭიქა ფქვილი
  • 1 ჩაის კოვზი სოდა
  • 1 სუფრის კოვზი ძმარი
  • შიგთავსი- ქიშმიში, ხმელი ალუბალი და შოკოლადის მარცვლები

მომზადება

1.ერთმანეთს აურიეთ კვერცხი, შაქარი და არაჟანი. დაამატეთ სოდისა და ძმრის ნარევი. კარგად მოურიეთ და დაამატეთ მდნარი კარაქი ან მარგარინი. კარგად მოურიეთ. დაუმატეთ ვანილი, გაცრილი ფქვილი და მოზილეთ ცომი.

2.თუ გნებავთ შიგთავსის დამატება შეგიძლიათ ჩაყაროთ ცომში. მიღებული მასით ამოავსეთ ფორმის 3/4 რადგან კექსი ცხობისას აფუვდება.

3.გამოაცხვეთ კექსი 180 გრადუსზე 20 წუთის განმავლობაში. გამომცხვარმა კექსმა უნდა მიიღოს მოყავისფრო ფერი, ხოლო ასანთის ღერი ან კბილის ჩხირი მისგან მშრალი უნდა გამოდიოდეს. ყველა ამ მონაცემს თუ აკმაყოფილებს თქვენი კექსი, ესეიგი ის მზად არის.

4.კექსის შიგთავსად შეგიძლიათ გამოიყენოთ ქიშმიში, ხმელი ალუბალი,მოცვი,შოკოლადის მარცვლები ან ნატეხები. მისი გაფორმება შეგიძლიათ შაქრის ფხვნილით.

რჩევა რედაქციისაგან 

მთავარია არ დაგავიწყდეთ კექსის გაფორმება, რადგან ბავშვებს ყველაფერი ლამაზი და ფერადი უყვართ. აუცილებლად გამოიყენეთ ეს რეცეპტი და თქვენი გამომცხვარი დესერტები ყველას გააოცებს და დარწმუნებული ვარ რომ გამოფენაზე თქვენი მაგიდის ირგვლივ იტრიალებს ყველაზე მეტი ხალხი.

ასეთი დესერტები შეგიძლიათ გაატანოთ ბავშვებს სკოლაში, ასევე შეგიძლიათ მიირთვათ სახლში ჩაისთან ერთად. გემრიელად მიირთვით!