ინგრედიენტები
ცომისთვის
- ხორბლის ფქვილი 250გ
- რძე 100მლ
- შაქარი 200გ
- კარაქი 100გ
- გამაფხვიერებელი 10გ
- კვერცხი 4 ცალი
- ლიმონის ქერქი
მინანქრისთვის
- ლიმონის წვენი 1 სუფრის კოვზი
- შაქრის ფხვნილი 4 სუფრის კოვზი
მოსაყრელად
- მოხალული არაქისი
მომზადება
- გახეხეთ ლიმონის ქერქი წვრილად.
- ჯამში მოათავსეთ დარბილებული კარაქი.
- დაუმატეთ შაქარი და ათქვიფეთ მიქსერით.
- თითო-თითოდ ჩატეხეთ კვერცხი.
- ათქვიფეთ აქაფებამდე.
- დაუმატეთ ლიმონის ქერქი და მოურიეთ.
- ფქვილს დაუმატეთ გამაფხვიერებელი.
- კვერცხის მასას ნელ-ნელა დაუმატეთ ფქვილის მასა.
- მოზილეთ ცომი და პროცესში ჩაასხით რძე.
- ცომი გამოგივათ სქელი არაჟნის მსგავსი.
- ფორმას წაუსვით ზეთი და მოაყარეთ ფქვილი.
- ცომი ჩაასხით ფორმაში.
- გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 30-35 წუთი.
- სანამ კექსი გრილდება, მოვამზადოთ მინანქარი.
- შაქრის ფხვნილს მოასხით ლიმონის წვენი.
- კარგად მოურიეთ.
- მოასხით მიღებული მინანქარი კექსს.
- ზემოდან მოაყარეთ მოხალული არაქისი.
გემრიელად მიირთვით!