ბეზე ყველასათვის ძალიან ნაცნობი ტკბილეულია. მას ხშირად შევხვდებით სადღესასწაულ მაგიდებთან.
ფაფუკი, მსუბუქი, პირში დნობადი დესერტის მომზადება მარტივია, თუ ჩვენს მითითებებს პირნათლად შეასრულებთ.
ინგრედიენტები
- კვერცხის ცილა 3 ცალი
- შაქარი 100გ
- ვანილი 8გ
- მარილი მწიკვი
- შაქრის ფხვნილი 100გ
- ლიმონის წვანი 5 წვეთი
სურვილისამებრ შეგიძლიათ შეღებოთ საკვები საღებავით.
მომზადება
- ყურადღება! ჭურჭელი და ყველა სხვა ნივთი, რომელსაც გამოიყენებთ მზადებაში უნდა იყოს მშრალი.
- ფრთხილად განაცალკევეთ ცილა და გული.
- მიქსერის საშულაო სიჩქარეზე ამოიყვანეთ ცილა.
- რათა ცილა კარგად აითქვიფოს, დაუმატეთ მარილი და ლიმონის წვანი (ლიმონის მჟავა).
- გააგრძელეთ თქვეფა და ნელ-ნელა დაუმატეთ შაქარი.
- ნელ-ნელა გაზარდეთ მიქსერის სიჩქარეც.
- ცილის მასა შაქრის გალღვობამდე ათქვიფეთ.
- შემდეგ დაუმატეთ შაქრის ფხვნილი და გააგრძელეთ თქვეფა.
- კარგად ათქვიფეთ ცილის მასა (ეს დაახლოებით 12 წუთს წაგართმევთ).
- ათქვეფილი ცილა მოათავსეთ საკონდიტრო ტომარაში.
- ფორმა ამოფინეთ პერგამენტით, მასზე მოათავსეთ ტომარის მეშვეობით სასურველი ფორმის და ზომის ბეზე.
- გამოაცხვეთ 100 გრადუსზე 2 საათი.
- გამორთეთ ღუმელი და დაელოდეთ მათ გაგრილებას.
გემრიელად მიირთვით!