ქონი ძალიან დაფასებული პროდუქტია. მას ალღვობენ და ბევრ კერძებს უმატებენ. ბავშვობაში ბებია სენდვიჩებს გვიმზადებდა ქონით, ხახვით და შავი პურით. მე დღეს ამ პროდუქტის ღირებულებებს გაგაცნობთ და გასწავლით მის მომზადებას სახლის პირობებში.
ღორის ქონს ხშირად უმატებენ თევზის სუპებს, იყენებენ მცენარეული ზეთის ნაცვლად და ასევე უმატებენ ცხობილებს. მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ ლორი და ცხიმიანი ნაჭრები. უნდა დაალბოთ წყალში და რამდენიმე საათში ერთხელ ცვალოთ წყალი. შემდეგ უნდა დაჭრათ ლორი და უნდა გაალღვოთ დაბალ ცეცხლზე.
ქონი არ ინარჩუნებს ლორის ყველა სასარგებლო ელემენტს. მაგრამ მასში რჩება ვიტამინები B, E, D. ქონი ხელს უშლის თრომბის წარმოქმნას. ის ასევე ეხმარება ღვიძლს და გულს ნორმალურად ფუნქციონირებაში.
ხალხურ მედიცინაში ამ პროდუქტს ოყენებენ, როგორც ტკივილ გამაყუჩებელს სახსრებისთვის. თუ სახსრები გაწუხებთ, მაშინ ქონს უნდა დაუმატოთ თაფლი (2:1) და უნდა წაისვათ.
გაციებისას და ხველებისას ქონს ისმევენ კისერზე და გულ-მკერდის ზედა ნაწილზე. 40გ ქონს უნდა დაუმატოთ 2 სუფრის კოვზი სპირტი და რამდენიმე წვეთი ნაძვის ზეთს. უნდა შეიფუთოთ ნაჭერში.
ბებიები ქონს სილამაზისთვისაც იყენებენ. ის აუმჯობესებს თმის ზრდას და ანიჭებს მათ ბზინვარებას. განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში, როცა თავის კანი გამომშრალია.