რა მოვუხერხოთ შარშანდელ ჯემს

1211
home seaming with vegetables and fruits put on the shelves

იმის მიუხედავად, რომ საოცრად წინ მიიწევს ტექნიკური განვითარება, შიმშილის გრძნობას ადამიათა მოდგმამ მაინც ვერაფერი მოუხერხა. ზოგ ადამიანს კარგი საკვები და სუფთა წყალიც კი არ ააქვს.

ამ ონაცემების გათვალისწინებით ძალიან ცუდია, როცა სხვა შიმშილობს, ხოლო ჩვენ საკვებს სხვადასხვა მიზეზების გამო ნაგავში ვყრით. ზოგი კერძი მაგიდაზე მოუხვედრებლად იყრება, ზოგიც არ რჩება და ასე შემდეგ.

დღეს ჩვენ გაგიზიარებთ ხერხს, რომლის მესვეობითაც თქვენ თავიდან მოიშორებთ ზედმეტ ნაგავს, დაზოგავთ ფულს და გადაარჩენთ საკვებს.ერთი შეხედვით გამოუსადეგარი პროდუქტის გამოყენებაც შეიძლება.

ნარჩენები

1.ხილი

ხშირად დესერტის მომზადებისას გამოუყენებლად რჩება ხილის კუთხეები და შუაგული. რათქმაუნდა მისი გადაგდება გაცილებით მარტივია, მაგრამ შეგიძლიათ მოათავსოთ პაკეტში და გაყინოთ. მაცივარში ყოველთვის გექნებათ ხილი წვენის მოსამზადებლად.

2.ბოსტნეული

სტაფილოს ნაწილი, ნახევარი ხახვი და წიწაკის ნარჩენების შენახვაც შეიძლება მაცივარში. როცა ბოსტნეულის უქონლობა შეგაწუხებთ გაგახსენთებათ მაცივარში შენახული ბოსტნეული, რომელიც ახალივითაა.

3.ცომი

ხშირად ვამზადებთ ზედმეტ ცომს და შემდეგ მას უმოწყალოდ ვაგდებთ. მისი შენახვაც შეიძლება მაცივარში, აუცილებლად მიუთითეთ შენახვის ვადა და ცომის ტიპი.

4.პური

ეს ისეთი პროდუქტია, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს მაგიდაზე, მისი ყიდვა ან ავიწყდებათ ან ვერ ჭამენ დროულად. დიდიხნის პური ხდება უხეში, ფშვნადი და უგემური, მაგრამ მისი გადაგდებაც არ შეიძლება. შეგიძლიათ პური კუბიკებად დაჭრათ, მოასხათ ზეთი, მოაყაროთ სანელებლები და გამოაცხოთ. გამოვა ძალიან გემრიელი ორცხობილები.

თეთრი პურისგან მარტივად მზადდება ტკბილი კრუტონები, ხოლო შავისგან – ნივრიანი. ასევე სეგიძლიათ პურის ნაჭრები დააბლენდეროთ, შეწვათ მშრალ ტაფაზე და მიირთვათ უგემრიელესი ორცხობილა.

5.კვერცხი

თუ დესერტს უნდა გადაუსვან კვერცხის ცილა, მაშინ გულს აუცილებლად ნაგავში აგდებენ. მაგრამ მისგან უამრავი რაღაცის მომზადება შეიძლება, მაგალითათ ჰოლანდიური სოუსის, რომელიც უგემრიელესია. ის შეგიძლიათ შეინახოთ ჰერმეტიულად დახურულ პაკეტში მაცივარში. არ დაგავიწყდეთ თარიღის მითითება.

6.ჯემი

თითოეული ქილის მომზადებას დიდი ძალისხმევა სჭირდება. მაგრამ ძალიან სამწუხაროა, როცა შარშანდელი ქილები გვხვდება თაროებზე. მისი გადაგდება ცოდვაა, ამიტომაც რას ფიქრობთ სახლში მოდუღებულ ღვინოზე?

ამ მეთოდების დამსახურებით თქვენ შეამცირებთ ნაგვის რაოდენობას. აუცილებლად გამოიყენეთ ეს რჩევები.