რა მოვამზადოთ საუზმეზე: გლეხური სირნიკები

1366
Tasty homemade cheesecake on grey table

თუ თქვენს ოჯახში სირნიკები ყველას უყვარს – მოამზადეთ სირნიკები მაგარი ყველისგან. გვერწმუნეთ, ყველას აღაფრთოვანებთ!

ინგრედიენტები

  • 250 გრ მაგარი ყელი
  • 200 გრ ფქვილი
  • 125 გრ კარაქი
  • 50 მლ რძე
  • 2 კვერცხი
  • 1 კბ ნიორი
  • მარილი გემოვნებით

მომზადება

  1. დაამატეთ გაცრილ ფქვილში კარაქი და კარგად დასრისეთ ხელებით.
  2. დაუმატეთ რძე, მოზილეთ ცომი, შეახვიეთ საკვების ცელოფანში და შედგით მაცივარში 30 წუთით.
  3. გახეხეთ ყველი, დაჭერით ნიორი წვრილად, შეურიეთ და დაამატეთ კვერცხი. კარგად მოურიეთ.
  4. გააბრტყელეთ ცომი. საცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტი, გადაიტანეთ ცომი, ზემოდან მოათავსეთ ყველის შიგთავსი.
  5. შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 20-25 წუთით.

დაჭერით ულუფებად და მიირთვით ცხლად. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!