რატომ უნდა დავნამოთ პელმენი მოხარშვამდე

1483

დარწმუნებული ვარ, რომ ერთხელ მაინც გიყიდიათ გაყინული პელმენები. ერთი შეხედვით მათი მოხარშვა უმარტივესია, მაგარმ რაღაც ნიუანსები ამ შემთხვევაშიც უნდა გავითვალისწინოთ.

პრობლემა რაში მდგომარეობს. უმეტესობა პელმენს ცხელ წყალში ხარშავს. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ეს არასწორია. ტემპერატურის სხვაობის გამო პელმენი დაზიანდება.

იაპონელების რჩევა

ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, პელმენის სამშობლო იაპონიაა. ამ ქვეყანაში ნამდვილად იციან ამ კერძის მომზადება. ისინი თავდაპირველად პელმენს ასველებენ და ხარშავენ სამჯერ. არ იდარდოთ ეს პროცედურა ძალიან სწრაფად და მარტივად ტარდება.

რჩევა #1: პელმენის დასველება ხარშვამდე

იაპონელები გვირჩევენ ხარშვამდე დავასველოთ პელმენი. ოთახის ტემპერატურის წყალში ჩაალბეთ 2-3 წუთი. იდეალური პილმენი გამოგივათ.

რჩევა #2: არანაირი ცხელი წყალი!

აქაც ტემპერატურულ სხვაობასთან გვაქვს საქმე. ცხელ წყალში მოხვედრილი გაყინული პელმენები დასკდება და დაზიანდება.

როგორ მოვხარშოთ გემრიელი პელმენი? აავსეთ ქვაბი წყლით. დაელოდეთ ბუშტუკების გაჩენას. ახლა კი მოათავსეთ პელმენები ქვაბში.

რჩევა #3: სამი ჭიქა ცივი წყალი

ხარშვის პროცესში აუცილებელია ქვაბში ჩავასხათ ცივი წყალი. ასე კერძი თანაბრად მომზადდება. 3 ჭიქა ცივი წყლით, თქვენ დაწევთ ტემპერატურას და წნევას. ეს ცომის მზადების პროცესს ანელებს, ხოლო ხორცს აიძულებს სწრაფად მომზადდეს. შედეგად იდეალურ კერძს მიიღებთ.

მომზადების პროცესი

  1. ნახევრად ადუღებულ წყალში მოათვსეთ პელმენები.
  2. დაელოდეთ ადუღებას. დაუმატეთ ცივი წყალი.
  3. ისევ დაელოდეთ გაცხელებას, გაიმეორეთ ეს პროცედურა კიდევ ორჯერ.
  4. მესამეჯერ ადუღების შემდეგ პელმენი მზად არის.

დამატებითი რჩევები იაპონელებისგან

  1. რათა პელმენი ერთანეთთან შეწებებას გადავარჩინოთ. ხარშვისას დაუმატეთ უმი კვერცხი ან დაჭრილი მწვანე ხახვი.
  2. ხორცი რომ სწრაფად მოიხარშოს, წყალს ძმარი დაუმატეთ.

გემრიელად მიირთვით!