ტკბილეულის მოყვარულებს ეს ფუმფულა დესერტი გასინჯვის პირველი წამიდან შეუყვარდებათ. მოდით ნუღარ დავკარგავთ დროს და შევუდგეთ მის მომზადებას.
ინგრედიენტები:
3 სუფრის კოვზი კარაქი, გამდნარი
4 სუფრის კოვზი შაქარი
სუფლე:
- 3 სუფრის კოვზი კარაქი
- 2 სუფრის კოვზი ფქვილი
- 180 მლ რძე
- 2 ფინჯანი (300 გ) ახალი ჟოლო, ჩანგლით დასრესილი
- 6 დიდი კვერცხის ცილა
- შაქრის პუდრი – მოსაყრელად
ულუფა: 4
მომზადება: 15 წუთი
ცხობა: 25-30 წუთი
დონე: 2
მომზადების წესი:
- გააცხელეთ ელექტროღუმელი 190 გრადუსზე.
- 300 მლ მოცულობის სუფლეს 4 ყალიბს გამდნარი კარაქი წაუსვით. მოაყარეთ შაქარი, ზედმეტი მოაცილეთ. ყალიბები მოათავსეთ საცხობ ლანგარზე და გადადგით.
- სუფლე: პატარა ქვაბში, საშუალო ცეცხლზე გაადნეთ კარაქი და გამუდმებით ურიეთ. ცეცხლზე 1 წუთი დატოვეთ. გადმოდგით ცეცხლიდან და თანდათან დაუმატეთ რძე, ხის კოვზით ურიეთ.
- ისევ ცეცხლზე გადაიტანეთ 5 წუთით, ურიეთ გასქელებამდე, სანამ დუღილს დაიწყებს. დაუწიეთ ცეცხლს და განაგრძეთ ხარშვა, ურიეთ კიდევ 2 წუთი.
- ნაზავი გადაიტანეთ საშუალო ზომის ჯამში, შეურიეთ შაქარი და დასრესილი ჟოლო.
- მიქსერით, მაღალ სიჩქარეზე ათქვიფეთ ცილა.
- ბეზე დიდი კოვზით შეურიეთ ჟოლოს მასას. ფრთხილად დაუმატეთ მორჩენილი ბეზე.
- გაანაწილეთ ყალიბებში, კოვზის ზურგით მოუსწორეთ ზედაპირი.
- აცხვეთ 15-20 წუთი სანამ კარგად არ ამოვა.
- მოაყარეთ შაქრის პუდრი და სუფრაზე მაშინვე მიიტანეთ.