ჟოლოსა და ქოქოსის ბეზეს მარტივი და ულამაზესი ტორტი

1678

ეს ულამაზესი ტორტი მარტივი მოსამზადებელია და ძალიან მოეწონებათ თქვენს  სტუმრებს. მიირთვით 1 ჭიქა ცივ მშრალ შამპანურთან ან სხვა შუშხუნა ღვინოსთან ერთად.

ინგრედიენტები:

ბეზე

  • 6 კვერცხის ცილა
  • 350 გ შაქარი
  • 2 ჭიქა ქოქოსი (დანაკუწებული და ოდნავ მოხალული)
  • 30 გ ქოქოსის ფანტელები (ოდნავ მოხალული, გასაფორმებლად)
  • 100 გ ახალი ჟოლო (გასაფორმებლად)

ჟოლოს კრემი 

  • 2 ჭიქა (500 მლ) ნაღები
  • 4 ს/კ შაქრის პუდრი
  • 1 ს/კ ალუბლის ბრენდი
  • 1/2 ჩ/კ დაფქული დარიჩინი
  • 100 გ თეთრი შოკოლადი (გამდნარი და გაცივებული)
  • 250 გ ახალი ჟოლო (დაჭრილი)

ულუფა: 6-8

მომზადება: 45 წუთი + 1 საათი გასაცივებლად

ცხობა: 1 საათი

მომზადების წესი:

  1. ბეზე. ღუმელი 140 გრადუსზე გაახურეთ. პერგამენტის ქაღალდისგან ოთხი 23 სმ დიამეტრის დისკო გამოჭერით.
  2. კვერცხის ცილა ათქვიფეთ გამკვრივებამდე. თანდათან დაამატეთ შაქარი და თქვიფეთ, სანამ პრიალა, ერთგვაროვანი მასა არ გახდება. ფრთხილად შეურიეთ ქოქოსი.
  3. ბეზე პერგამენტის ქაღალდზე (23 სმ) გადაიტანეთ და კარგად მოასწორეთ.
  4. აცხვეთ 1 საათის განმავლობაში. შემდეგ გაზქურა გამორთეთ, ბეზე კიდევ 1 საათით დატოვეთ ღუმელში, ოღონდ კარი ღია დაუტოვეთ. გადმოიტანეთ ცხაურზე.
  5. ჟოლოს კრემი. ნაღები და შაქარი ათქვიფეთ გასქელებამდე. ფრთხილად დაამატეთ ალუბლის ბრენდი, დარიჩინი, გამდნარი შოკოლადი და დაჭრილი ჟოლო.
  6. ტორტი ასაწყობად ბეზეს ფირფიტის ყოველ ფენას კრემი წაუსვით. ფრთხილად დაალაგეთ ერთმანეთზე. მაღალი ტორტი უნდა გამოვიდეს.
  7. ტორტი ჟოლოთი და ქოქოსის ფანტელებით გააფორმეთ.
  8. მირთმევამდე კარგად გააგრილეთ.

გემრიელად მიირთვით! გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს.