“პრაღა“, „ნაპოლეონი“ და „თაფლოვანა“: 3 ყველაზე გემრიელი ტორტი, რომელსაც რეკლამა არ სჭირდება

2010

ალბათ, ისეთ ტორტებს, როგორიცაა „პრაღა“, „ნაპოლეონი“ და „თაფლოვანა“, განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდებათ. ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყველას აქვს გასინჯული და მისი განუმეორებელი გემო და არომატი ახსოვს. გემო, რომელიც უზრუნველ ბავშვობაში გვაბრუნებს, როცა სამზარეულოში ნამცხვარი ცხვებოდა, ოჯახი კი სავახშმოდ და ჩაის სასმელად იკრიბებოდა.

და ალბათ, თითოეულ ადამიანს ამ შესანიშნავ ტორტებთან მიმართებაში განსაკუთრებული მოგონებები აქვს. მოდით, ბავშვობა გავიხსენოთ და ერთ-ერთი დესერტი ჩაიზე მისაყოლებლად მოვამზადოთ.

პოპულარული ტორტები

ტორტი „ნაპოლეონი“


ბისკვიტის ინგრედიენტები:

  • 250 გრ კარაქი
  • 3 ჭიქა ფქვილი
  • მწიკვი მარილი
  • 2/3 ჭიქა ცივი წყალი
  • 1 ს/კ ძმარი

კრემის ინგრედიენტები:

  • 1,2 ლ რძე
  • 5 კვერცხის გული
  • 1 ჩ/კ ვანილის შაქარი
  • 400 გრ შაქარი
  • 10 მლ კონიაკი
  • 150 გრ ფქვილი

მომზადება:

  1. დანით კარაქი და ფქვილი დაჭერით, წყალი ძმართან ერთად დაუმატეთ და მოზილეთ. ცომი 12 ნაწილად დაყავით და მაცივარში 1 საათით გააჩერეთ. თხელ ფენად გააბრტყელეთ. მაგიდას რომ არ მიეკვრას, ზემოდან და ქვემოდან ფქვილი მოაყარეთ.
  2. ფენა საცხობ ფორმაზე გადაიტანეთ, რამდენიმე ადგილას ჩანგლით გახვრიტეთ და 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში აცხვეთ. ძალიან სწრაფად ცხვება.
  3. ქვაბში რძე ჩაასხით და ადუღებამდე მიიყვანეთ. ფქვილი ჩვეულებრივ და ვანილის შაქარს აურიეთ, 5 კვერცხის გული დაუმატეთ და აურიეთ. ამის შემდეგ კონიაკი დაუმატეთ, აურიეთ, რძე ჩაასხით და კვლავ აურიეთ.
  4. სუსტ ცეცხლზე დადგით და გასქელებამდე ხარშეთ, მუდმივად აურიეთ. სქელი არაჟნის მსგავსი მასა უნდა მიიღოთ. შემდეგ კრემი გააგრილეთ.
  5. ბისკვიტის ფენებს კრემი წაუსვით, ერთი ფენა გასაფორმებლად დატოვეთ. კრემის წასმის შემდეგ ბისკვიტის დარჩენილი ფენა დაფშვენით და „ნაპოლეონი“ მორთეთ.

ტორტი „პრაღა“

კრემის ინგრედიენტები:

  • 200 გრ კარაქი
  • 0,5 ჭიქა შესქელებული რძე
  • 1 ს/კ კაკაო

ჭიქურის ინგრედიენტები:

  • 50 გრ კარაქი
  • 4 ს/კ შაქარი
  • 3 ს/კ რძე
  • 1 ს/კ კაკაო

ბისკვიტის ინგრედიენტები:

  • 3 კვერცხი
  • 1 ჭიქა შაქარი
  • 0,5 ქილა შესქელებული რძე
  • 1 ჭიქა არაჟანი
  • 1 ჩ/კ სოდა
  • 1,5 ჭიქა ფქვილი
  • 2 ს/კ კაკაო

მომზადება:

  1. კრემისთვის: კარაქი და შესქელებული რძე ათქვიფეთ, კაკაო დაუმატეთ და აურიეთ.
  2. ჭიქურისთვის: ყველა ინგრედიენტი აურიეთ.
  3. ბისკვიტისთვის: კვერცხი შაქართან ერთად ათქვიფეთ, შესქელებული რძე დაუმატეთ, არაჟანში სოდა ჩაამატეთ და სათქვეფელით ათქვიფეთ. ფქვილი და კაკაო დაუმატეთ, აურიეთ.
  4. საცხობ ფორმას პერგამენტის ქაღალდი დააფარეთ და 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში აცხვეთ.
  5. კარგად გააგრილეთ და 3 ნაწილად გაჭერით. ბისკვიტის ორ ფენას კრემი წაუსვით, ზემოდან კი ჭიქურით გააფორმეთ.

ტორტი „თაფლოვანა“

ბისკვიტის ინგრედიენტები:

  • 2 კვერცხი
  • 100 გრ რბილი კარაქი
  • 150 გრ შაქარი
  • 2 ს/კ თაფლი
  • 1 ჩ/კ გამაფხვიერებელი
  • 420 გრ ფქვილი

კრემის ინგრედიენტები:

  • 2 ჭიქა არაჟანი
  • 1 ჭიქა შაქარი
  • 2 ჩ/კ ვანილის შაქარი

მომზადება:

  1. კარაქი შაქართან და თაფლთან ერთად ათქვიფეთ. ათქვეფა არ შეწყვიტოთ ისე თითო-თითო კვერცხი დაუმატეთ. ფქვილი გამაფხვიერებელთან ერთად ნარევს დაუმატეთ და რბილი, ელასტიკური ცომი მოზილეთ.
  2. ცომი 6 თანაბარ ნაწილად გაყავით, გააბრტყელეთ და მრგვალი ან ბრტყელი თეფშის ფორმა მიეცით.
  3. ბისკვიტის ფენები 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში ოქროსფერ შეფერილობამდე აცხვეთ (ზუსტად 5-6 წუთი თითო ფენა).
  4. არაჟანი შაქართან ერთად კარგად ათქვიფეთ და თითოეული ბისკვიტის ფენას კრემი უხვად წაუსვით. ბისკვიტის ფენის ნატეხები გამოაცხვეთ, დაფშვენით და ტორტს მოაყარეთ. თუ მოთმენას შეძლებთ, ტორტს გაჟღენთვა აცადეთ და „თაფლოვანას“ განუმეორებელი გემოთი დატკბით.

თუ ეს გემრიელი ტორტები გიყვართ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ. საყვარელი დესერტების ამაზე უკეთეს ნაკრებს ვერ იპოვით.