მოგეხსენებათ ზამთრის სეზონზე როგორ მძვინვარებს ვირუსები. ამიტომაც უნდა ვეცადოთ ყველა რესურსი გამოვიყენოთ იმუნიტეტის ასამაღლებლად. გასტრონომია ვიტამინებით გაჯერებულ პრასის წვნიანის მომზადებას გასწავლით.
ინგრედიენტები:
- 5-6 მოზრდილი პრასი
- 3-4 კარტოფილი
- 1 სტაფილო
- 2 კბილი ნიორი
- არაჟანი
- ქინძი
- კამა
- ზეთი
- მარილი
- პილპილი
- ხმელი პიტნა
მომზადების წესი:
- პრასი გავარჩიოთ, უხეში ბოლოები მოვაჭრათ და კარგად გავრეცხოთ.
- პრასი დავჭრათ რგოლებად, კარტოფილი გავფცქვნათ და დავჭრათ, სტაფილო გავხეხოთ. პრასი მოვშუშოთ ზეთში, დავაყაროთ სტაფილო და მოვურიოთ.
- როდესაც ბოსტნეული მოიშუშება, დავასხათ ადუღებული წყალი, დავუმატოთ დაჭრილი კარტოფილი და განვაგრძოთ მომზადება.
- დაახლოებით 25 წუთში, როცა კარტოფილი მოიხარშება, ცეცხლი გამოვრთოთ, წვნიანს დავუმატოთ დაჭრილი ნიორი, ქინძი და კამა, შევაზავოთ მარილითა და პილპილით.
- თეფშებზე გადმოღების შემდეგ დავუმატოთ არაჟანი და მოვაყაროთ ხმელი პიტნა. მემარხულეებს შეუძლიათ უარაჟნოდ მიირთვან.