ნამცხვარი ხაჭოს ბურთულებით განსაკუთრებული დესერტების კატეგორიას მიეკუთვნება. საკმაოდ სწრაფად მზადდება, საჭიროა მხოლოდ ხაჭოს გაცრა, კრემს სულ რაღაც 2 წუთი სჭირდება, ორი სახეობის ცომისთვის კი კაკაო იქნება დასამატებელი.
მოხარშული კრემის წყალობით ხაჭოს ნამცხვარი საოცრად ნაზი და ნოტიო გამოდის. მოამზადეთ და ასიამოვნეთ საკუთარი თავი და ოჯახის წევრები.
ინგრედიენტები
- 250 გრ ხაჭო
- 10 ს.კ. ქოქოსის ფანტელი
- 3 კვერცხი
- 1 კვერცხის გული
- 150 გრ არაჟანი
- 450 გრ ფქვილი
- 300 გრ კარაქი
- 250 გრ შაქარი
- ს.კ. კაკაოს ფხვნილი
- 3 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
- 300 მლ რძე
მომზადება
- დააბლენდერეთ ან გაცერით ხაჭო. დაამატეთ კვერცხის გული და ქოქოსის ფანტელი. შექმენით ბურთულები და შედგით მაცივარში 30 წუთთ.
- შეურიეთ ფქვილი და გამაფხვიერებელი.
- ათქვიფეთ 150 გრ კარაქი და არაჟანი მიქსერით. დაამატეთ კვერცხი და განაგრძეთ ათქვეფვა. შემდეგ დაამატეთ შაქარი, რძე, ფქვილი და მოზილეთ ცომი.
- გაყავით ცომი ორ ნაწილად, ერთ ნაწილს დაუმატეთ კაკაო.
- საცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტი, წაუსვით კარაქი. დაასხით ჯერ თეთრი ცომი, შემდეგ შოკოლადის, ზემოდან მოათავსეთ ხაჭოს ბურთულები, ოდნავ ჩაფალით ცომში.
- შედგით 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 50 წუთით.
- მოამზადეთ კრემი: ჩაასხით ქვაბში 200 მლ რძე, დაუმატეთ მოხარშული კრემის ფხვნილი, როცა შესქელდება გადმოდგით. გაცივებულ კრემს დაუმატეთ 150 გრ კარაქი და ათქვიფეთ.
- წაუსვით ნამცხვარს კრემი, მოაყარეთ კაკაოს ფხვნილი.
უგემრიელესი ხაჭოს ნამცხვარი მზადაა! გაახარეთ ოჯახის წევრები საოცარი დესერტით, გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!