პიცის ცომს ყინულის ფორმაში ვაჭერ, რომ ყველა ნაცნობი იტალიელი ჩემით აღფრთოვანდეს

1062

ჩვეულებრივ, ყინულის ფორმას პირდაპირი დანიშნულებით ვიყენებთ. აღმოჩნდა, რომ წყლის გაყინვა მისი ერთადერთი სასარგებლო ფუნქცია არაა. ფორმის დახმარებით შეგიძლიათ გემრიელი, პორციული პიცა მოამზადოთ.

ის საკმაოდ სწრაფად მზადდება. თითოეული ნაჭერი კარგად გამომცხვარი და ხრაშუნა გამოვა. ასეთი პიცის გზაში წაღება მოსახერხებელია. ნებისმიერ კერძთან შესანიშნავი წასახემსებელია, განსაკუთრებით მწვანილების სალათს ეთავსება.

როგორ გამოვაცხოთ პიცა ღუმელში

ცომის ინგრედიენტები:

  • 350 გრ ფქვილი
  • 1 ს/კ შაქარი
  • 250 მლ თბილი წყალი
  • 2 ჩ/კ მშრალი საფუარი
  • 1 ს/კ ზეითუნის ზეთი
  • მარილი

შიგთავსის ინგრედიენტები:

  • 200 გრ მოცარელა
  • 100 გრ ლორი
  • 500 გრ რეჰანი
  • 100 გრ ჩერი პომიდორი

მომზადება:

1. ყინულის ფორმას ფქვილი მოაყარეთ.

2. მასზე ფორმაზე ოდნავ დიდი ზომის პიცის თხელი ცომი მოათავსეთ. ცომი ზემოთ ჩამოთვლილი ინგრედიენტებისგან მოამზადეთ. ბევრი რომ არ იწვალოთ, შეგიძლიათ მზა პიცის ცომი შეიძინოთ. ცუდი ვარიანტი არაა.

3. ცომს ყინულის თითოეულ ორმოში ჩააჭირეთ.

4. შემდეგ ორმოების ამოვსებას შეუდექით. თითოეულში მოცარელას ბურთი ჩადეთ.

5. მოცარელაზე ზემოდან ლორი, რეჰანი და ჩერი პომიდვრის ნაჭერი მოათავსეთ.

6. ზემოდან ცომის კიდევ ერთი ფენა დაადეთ. საგორავი გადაატარეთ, რომ ქვედა ფენები შეაერთოთ. სამზარეულოს დანით ფორმას ირგვლივ ზედმეტი ცომი მოაჭერით.

7. პიცა 2 საათით საყინულეში შეინახეთ.

8. როცა გაიყინება, ფორმიდან ამოიღეთ, პატარა კუბების მსგავსად პორციებად დაჭერით და საცხობ ფორმაზე გადაიტანეთ.

9. წინასწარ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 20 წუთით აცხვეთ.

ახლა უკვე იცით, როგორ მოამზადოთ პიცა სწრაფად მოსახერხებელი ხრიკის გამოყენებით. ასეთი ცომეული ფორმას შეინარჩუნებს, მისი შიგთავსი არასდროს გადმოიღვრება, როგორც ეს ჩვეულებრივი პიცის დროს ხდება და ცხელი და ახალი დიდხანს დარჩება.

თუ რეცეპტი მოგეწონათ, სოციალურ ქსელში შეინახეთ.