პიცა ცომის გარეშე

1874

პიცა დღევანდელ დროს ძალიან პოპულარული და ყველასათვის საყვარელი კერძია, მისი შეძენა ნებისმიერ კაფესა თუ რესტორანში შეგიძლიათ. თანამედროვე კულინარიაში არსებობს, რამდენიმე შიგთავსი და პიცის დანამატი: თევზი და ხორცი, ხილი და ბოსტნეული, სხვადასხვა სახეობის ყველი, ვეგეტარიანული ინგრედიენტები. ამ საოცრად გემრიელი კერძის მომზადება სახლის პირობებშიც მარტივია. მთავარია ყველა ინგრედიენტები ხელის ახლოს გვონდეს.

დღეს ჩვენ მოვამზადებთ პიცას ცომის გარეშე. მის შემცვლელად ჩვენ გამოვიყენებთ ქათმის ფარშს. ამ გადაწყვეტილრბას უამრავი პლიუსი აქვს: შიგტავსად ხორცის დამატება აღარ გიქევთ, მისი გემო იქნება ორიგინალური და განსხვავებული, ასევე შემადგენლობიდან გაქრება ტრადიციული ინგრედიენტი ფქვილი.

ინგრედიენტები

  • ქათმის ფილე 300გ
  • პური 50გ
  • ხახვი 100გ
  • ტომატის სოუსი 3 სუფრის კოვზი
  • ნიორი 1 კბილი
  • ყველი 100გ
  • ქამასოკო 100გ
  • პომიდორი ჩერრი 3 ცალი
  • მარილი გემოვნებით

მომზადება

1.პური დაასველეთ 3 სუფრის კოვზ წყალში, მას დაუმატეთ ქათმის ფილე და კარგად მოურიეთ. დაამარილეთ გემოვნებით, დაბეგვეთ ფარში 15-20 ჯერ.

2.ხახვი დაჭერით კუბიკებად, სოკო – ფირფიტებად, ხოლო პომიდორი – მრგვლად, გახეხეთ ყველი მსხვილად.

3.დაჭრილი ნიორი დაუმატეთ ტომატის სოუსს.

4.ფორმა ამოფინეთ პერგამენტით და მასზე თანაბრად გადაანაწილეთ ფარში, ზემოდან წაუსვით ნივრის და სოუსის ნაზავი.

5.ზემოდან დაალაგეთ ხახვი, ნახევარი გახეხილი ყველი, სოკო, პომიდორი და დაამარილეთ გემოვნებით. შემდეგ მოახარეთ დარჩენილი ყველი.
6.გამოაცხვეთ 10-15 წუთი 250 გრადუსზე.

ამ დროის განმავლობაში ფარშის ფენა კარგად გამოცხვება. შეგიძლიათ ინგრედიენტები შეცვალოთ თქვენი გემოვნების მიხედვით. გემრიელად მიირთვით!