პეროგი “ნევური” – ბავშვობის საყვარელი ტკბილეული. ფაფუკი დესერტი უგემრიელესი კრემით

1362

პეროგი “ნევური” საბჭოთა კონდიტრების ნამდვილი შედევრია. 80-იან წლებში კაფეტერიებში ის ძალიან პოპულარული იყო. სიროფით დანამული რბილი საფუარის ცომისა და კარაქის კრემის შეხამება დიდ სიამოვნებას ანიჭებდა. მზად ხართ ნოსტალგიისთვის? მაშინ შევუდგეთ ბავშვობის ერთ-ერთი საყვარელი და ხელმისაწვდომი დესერტის მომზადებას.

თუნდაც ამ ნამცხვრის გემო არ იცოდეთ, მოამზადეთ და არ ინანებთ: აღმოაჩინეთ სრულიად ახალი და საინტერესო გემო.

რჩევები ინგრედიენტებთან დაკავშირებით: არავითარ შემთხვევაში კარაქი მარგარინით არ ჩაანაცვლოთ. მარგარინი ჯანმრთელობისთვისაც მავნებელია და გემოსაც აფუჭებს. თუ დესერტით ბავშვებს უნდა გაუმასპინძლდეთ, გამორიცხეთ ალკოჰოლი.

ინგრედიენტები

  • 300 გრ ფქვილი
  • 170 გრ შაქარი
  • 210 გრ კარაქი
  • 60 მლ შესქელებული რძე
  • 235 მლ წყალი
  • 10 მლ კონიაკი
  • 1 კვერცხი
  • 1 კვერცხის გული
  • 2 მწიკვი ვანილინი
  • 1 მწიკვი მარილი

მომზადება

1. მოამზადეთ ცომი: 50 გრ ფქვილს დაუმატეთ 70 მლ თბილი წყალი და საფუარი. დადგით თბილ ადგილას 1 საათით. ამ დროის განმავლობაში მასა 2-ჯერ გაიზრდება.

2. ათქვიფეთ კვერცხი და მარილი, დაუმატეთ ფქვილის მასა, კიდევ 70 მლ წყალი, ფრთხილად მოურიეთ, დაუმატეთ დარჩენილი ფქვილი და მოზილეთ ცომი. შემდეგ დაუმატეთ 70 გრ დარბილებული კარაქი, ისევ მოზილეთ და დადგით თბილ ადგილას 1 საათით.

3. შემდეგ გადაიტანეთ დამუშავებული ცომი საცხობ ფორმაში, წაუსვით კვერცხის გული და დადგით 20 წუთით. შედგით 190 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 30 წუთით.

4. სიროფისთვის შეურიეთ 95 მლ წყალი და 80 გრ შაქარი, დადგით ნელ ცეცხლზე, აადუღეთ, დაუმატეთ კონიაკი.

5. მოამზადეთ კრემი. ათქვიფეთ 140 გრ კარაქი, 60 გრ შაქრის პუდრი და ვანილი. შემდეგ ფრთხილად დაუმატეთ შესქელებული რძე და კარგად ათქვიფეთ.

მზა პეროგი გაჭერით შუაზე, დანამეთ და ცოტა ხანი დატოვეთ. შემდეგ წაუსვით კრემი შუაში, დაადეთ მეორე ფენა. მოაყარეთ შაქრის პუდრი.

არაჩვეულებრივი დესერტი მზადაა! მიირთვით ჩაისთან ან ყავასთან ერთად და ასიამოვნეთ ოჯახის წევრები. გაუზიარეთ ეს რეცეპტი მეგობრებს!