პეროგი „ზებრა“ ფორთოხლის წვენით და მისივე ცედრით

558

პეროგის „ზებრა“ მომზადება ახალგაზრდობაში ვისწავლე. მაშინ ეგზოტიკური პროდუქტი ძვირი ღირდა, ამიტომ ლამაზი ცომეულით ოჯახის წევრების გაოცება მსურდა. „ზებრას“ ახლაც ვაკეთებ, რადგან ხელი იმდენად გავიწაფე, რომ თვალდახუჭულიც ვუმკლავდები. ახლა პეროგს ფორთოხლის წვენით და ცედრით ვაცხობ.

სინამდვილეში, ცომს ნებისმიერი წვენი შეგიძლიათ დაუმატოთ. მთავარია, რომ ძალიან მჟავე არ გამოვიდეს. ასეც რომ იყოს, წვენი შეგიძლიათ წყალში გააზავოთ და ოდნავ დაატკბოთ. მაგალითად, კენკრის ნექტრის შემთხვევაში.

როგორ მოვამზადოთ პეროგი ფორთოხლის წვენით და ცედრით

პირადად, ამ ცომეულზე ერთ ფორთოხალზე მეტს არ ვხარჯავ, მაგრამ მისგან მაქსიმუმს ვწურავ. ცომში მთელ წვენს და ცედრას ვიყენებ. პეროგს გამაგრილებელი ხილის გემო აქვს. აუცილებლად სცადეთ.

ინგრედიენტები:

  • 3 კვერცხი
  • მწიკვი მარილი
  • 140 მლ მზესუმზირას ზეთი
  • 15 გ გამაფხვიერებელი
  • შაქრის ფხვნილი გემოვნებით
  • 1 ფორთოხალი
  • 180 გ შაქარი
  • 300 გ ხორბლის ფქვილი
  • 2 ს/კ კაკაოს ფხვნილი

მომზადების წესი:

1. კვერცხი, 1 ან ნახევარი ფორთოხლის ცედრა, მწიკვი მარილი და შაქარი ღრმა თასში მოათავსეთ და მიქსერით აურიეთ. ერთგვაროვან მასას ზეთი და 200 მლ ფორთოხლის წვენი დაუმატეთ.

2. აურიეთ. თანდათან გაცრილი ფქვილი დაუმატეთ და ერთგვაროვანი ცომი მოზილეთ. გამაფხვიერებელი დაუმატეთ. ცომი შუაზე გაყავით. ერთ ნახევარს კაკაოს ფხვნილი დაუმატეთ.

3. შოკოლადის ცომს კიდევ 3 ს/კ ფორთოხლის წვენი დაუმატეთ. მრგვალ ფორმაში, რომელსაც გვერდები ეხსნება, პერგამენტის ქაღალდი ჩააფინეთ. მის გვერდებს ზეთი წაუსვით და ფქვილი მოაყარეთ.

4. თეთრი და შოკოლადის ცომი მორიგეობით ჩაასხით. როცა დასრულდება, ჩხირით ზოლები გაუკეთეთ. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 35-40 წუთით აცხვეთ.

მზა პეროგი ფორმაშივე გააგრილეთ, შემდეგ ფრთხილად მოხსენით. შაქრის ფხვნილი უხვად მოაყარეთ, პიტნით გააფორმეთ, თუ გაქვთ. მარტივი, მაგრამ გემრიელი ცომეული კვირის დღის მიუხედავად ოჯახის წევრებს გაახარებს.