პავლოვა, რომელიც არ დაიშლება, არ დადნება და არ დაკარგავს ფორმას – ვამზადებთ კულინარიულ შედევრს

679

გარედან ხრაშუნა და შიგნით რბილი დესერტი პირველივე ცდაზე გამოგივათ. ყველაფერი ამ რეცეპტის დამსახურებაა.

ამ დესერტს ლეგენდალური რუსი ბალერინის ანნა პავლოვას საპატივცემულოდ შეურჩიეს სახელი.

ინგრედიენტები ბეზესთვის

  • 160გ ცილა (დაახლოებით 4 კვერცხი)
  • 210გ შაქარი
  • 1 სუფრის კოვზი სახამებელი
  • 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი

ნაღების კრემისთვის

  • 250გ ნაღები 33%
  • 1,5 ჩაის კოვზი შაქრის ფხვნილი
  • 200გ მარწყვი

ინგრედიენტები მარწყვის სოუსისთვის

  • 120გ მარწყვი
  • 1 სუფრის კოვზი შაქარი
  • 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი

მომზადება

1.პერგამენტის უკანა მხარეს ფანქრით დახატეთ 20-22სმ დიამეტრის მქონე წრე. მოათავსეთ პერგამენტი საცხობ ფორმაზე.

2.ათქვიფეთ ცილა მაღალ სიჩქარეზე ამოფუებამდე.

ის ჯამი, რომელშიც ცილას თქვეფთ უნდა იყოს მშრალი და უმჯობესია შუშის.

დაუმატეთ ცოტა შაქარი და ისევ ათქვიფეთ.

3.მოაყარეთ სახამებელი და ჩაასხით ლიმონის წვენი. ათქვიფეთ კიდევ 1 წუთი. მასა კიდევ უფრო მკვრივი გახდება. მზა ბეზე გადაიტანეთ საცხობ ფორმაზე, მოაქციეთ დახაზული წრის ფარგლებში. მიეცით მრგვალი ფორმა მასას.

4.გამოაცხვეთ 170 გრადუსზე 5 წუთი. შემდეგ შეამცირეთ ტემპერატურა 110 გრადუსამდე და გამოაცხვეთ კიდევ 2 საათი.

5.ფრთხილად გადაიტანეთ ფირფიტა თეფშზე. დაჭყლიტეთ მარწყვი, დაუმატეთ შაქარი და ლიმონის წვენი. გააცხელეთ შაქრის გალღვობამდე და დაელოდეთ გაგრილებას.

6.გაგრილებულ ნაღებს დაუმატეთ შაქრის ფხვნილი. ათქვიფეთ მიქსერით ნაღების გამკვრივებამდე. ფირფიტასს წაუსვით კრემი, ზემოდან გადაანაწილეთ დაჭრილი მარწყვი, მოასხით მარწყვის სოუსი. შეინახეთ მაცივარში.

7.უგემრიელესი დესერტი მზად არის!

გემრიელად მიირთვით!