შოკოლადის ორცხობილით ასეთი დესერტის მოზმადება თუ შეიძლებოდა ვერც წარმოვიდგენდი. მარტივია და ძალიან ხელმისაწვდომი!
ტორტი – ქოხი კივით
ხაჭოს დესერტი ორცხობილით ცხობის გარეშე ძალიან სწრაფად მზადდება. ცნობილ დესერტებს ტამამად დგაუწევს კონკურენციას ჩვენი ხელით მომზადებული ქოხი.
ინგრედიენტები
- 2 სუფრის კოვზი არაჟანი
- 150მლ რძე
- 3 სუფრის კოვზი შაქარი
- 120გ კარაქი
- 2 სუფრის კოვზი შაქრის ფხვნილი
- 3 სუფრის კოვზი კაკაო
- 200გ ხაჭოს ყველი
- 1 კივი
- 15 ცალი შოკოლადის ორცხობილა
- გახეხილი ქოქოსი
მომზადება
- ყველას დაუმატეთ არაჟანი, შაქარი და 60გ კარაქი. ათქვიფეთ მიქსერით ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
- სამუშაო ზედაპირზე დააფინეთ ფოლგა. ამოავლეთ ორცხობილა რძეში და გადაანაწილეთ ფოლგაზე. მიეცით ოთხკუთხედის ფორმა.
- წაუსვით შიგთავსი. დაჭერით კივი და მოათავსეთ ცენტრში.
- აკეცეთ გვერდები, რათა დესერტმა სამკუთხედის ფორმა მიიღოს და მეტად დაემსგავსოს ქოხს.
- ქვაბში მოათავსეთ შაქარი, კაკაო, ჩაასხით 5 სუფრის კოვზი რძე. დაუმატეთ დარჩენილი კარაქი და მოხარშეთ დაბალ ცეცხლზე.
- დესერტს მოასხით ცხელი მინანქარი და მოაყარეთ ქოქოსი. შეინახეთ მაცივარში 1 საათი.
ორეოსგან მომზადებული ტორტი
ინგრედიენტები
- 180გ ფქვილი
- 150გ შაქარი
- 2 კვერცხი
- 150მლ რძე
- 80მლ მზესუმზირის ზეთი
- 160მლ ცხელი წყალი
- 2 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
- 60გ კაკაო
- 500გ მასკარპონე
- 130გ კარაქი
- 100გ შაქარი
- 8-16 ორცხობილა ორეო
მომზადებას
- 8 ცალ ორცხობილას მოაშორეთ კრემი და დააბლენდერეთ.
- ღრმა ჯამში მოათავსეთ ფქვილი, კაკაო, შაქარი და გამაფხვიერებელი. ჩაასხით ზეთი, რძე, კვერცხი. ათქვიფეთ.
- მოასხით ცხელი წყალი. მოაყარეთ დაქუცმაცებული პრცხობილა და მოურიეთ სილიკონის ნიჩბით.
- ფორმაში ჩააფინეთ ქაღალი და დაჩაასხით ცომი. გამოაცხეთ 180 გრადუსზე 30 წუთი.
- ათქვიფეთ რბილი კარაქი შაქართან ერთად. დაუმატეთ ყველი და ორცხობილის კრემი. ათქვიფეთ.
- კორჟ გაყავით ორად. ერთ ნაწილს წაუსვით კრემი, დააფარეთ მეორე ნაწილი და მთლიანად დაფარეთ ტორტი კრემით. შეგიძლიათ გააფორმოთ გემოვნებით.
გემრიელად მიირთვით!