ორცხობილა ჯემის შიგთავსით, ჩემი შვილების საყვარელი დესერტია

1941

ინგრედიენტები

  • კარაქი 125გ
  • არაჯანი 125გ
  • ჯემი 100გ
  • შაქარი 1 სუფრის კოვზი
  • ხორბლის ფქვილი 250გ
  • ვანილი 10გ
  • ფორთოხლის ქერქი გემოვნებით
  • შაქრის ფხვნილი გემოვნებით

მომზადება

  1. კარაქი, შაქარი, ვანილი, ფორთოხლის ქერქი და არაჟანი კარგად გადაურიეთ.
  2. დაუმატეთ გაცრილი ფქვილი. მოზილეთ ცომი, გაყავით ორ ნაწილად, ორივე შეფუთეთ.
  3. მოათავსეთ მაცივარში 30 წუთი.
  4. გააბრტყელეთ ცომი. დაჭერით გრძელ ნაჭრებად 6-8 სმ.
  5. მოათავსეთ შიგთავსი და დაახვიეთ რულეტისებურად.
  6. გამოაცხვეთ 20 წუთი 180 გრადუსზე.
  7. ზემოდან მოაყარეთ შაქრის ფხვნილი.

გემრიელად მიირთვით!